ბიონსესა და ჯეი-ზის გულშემატკივრების საყურადღებოდ! მიიღეთ მონაწილეობა 22 დღიან გამოწვევაში და დასაჩუქრდით წყვილის ყოველი კონცერტის 2 ბილეთით მომავალი 30 წლის მანძილზე! ეს ყველაფერი ერთი შეხედვით ძალიან სასიამოვნოდ ჟღერს, თუმცა თუკი თქვენ გიყვართ ბურგერები და ხორცეული ბილეთების მოპოვება გაგიჭირდებათ.
შეგახსენებთ, რომ ბიონსე ვეგანია ამიტომაც მან და ჯეი-ზიმ გადაწყვიტეს გარემოსა და ცხოველებზე ზრუნვაში აიყოლიონ ფანები. მათ მიერ შექმნილი გამოწვევაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. იმ ადამიანებმა, რომლებსაც უნდათ ბილეთების მოგება, უნდა შეწყვიტონ ხორცეულის ჭამა 22 დღის მანძილზე.
გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად უნდა გადახვიდეთ ლინკზე, დარეგისტრირდეთ და აარჩიოთ თქვენთვის სასურველი კვების რეჟიმი. ვინაიდან და რადგანაც შეუძლებელი იქნება იმის დანამდვილებით გარკვევა თუ ვინ იცავს დიეტას, გამარჯვებული აირჩევა ლატარიით. ხოლო ვინ მიიღებს ბილეთებს, ამას 22 მაისს შევიტყობთ.
გირჩევთ ახლავე დარეგისტრირდეთ და მიიღოთ მონაწილეობა ვარსკვლავური წყვილის წამოწყებაში! შეიტანეთ წვლილი თქვენივე გარემოს გაუმჯობესებაში და ამავდროულად მიიღეთ დაუვიწყარი საჩუქარი!