ცნობილი მოდელი ტინა კუნაკი Instagram-ის მეშვეობით დედამისს, ნადია კუნაკის დაბადების დღეს ულოცავს. მან
დედასთან ერთად გადაღებული ფოტოები ატვირთა და თბილი კომენტარიც დაურთო: „დედა გილოცავ დაბადების დღეს. ახლა, როდესაც მეც დედა ვხდები კიდევ უფრო მიყვარხარ“.
ტინა კუნაკი
შეგახსენებთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც ფრანგმა მოდელმა დედის ფოტოები გაგვიზიარა.
აღსანიშნავია, რომ გულშემატკივრები ტინასა და დედამისს შორის არსებულ ვიზუალურ მსგავსებას ყოველთვის უსვამენ ხაზს.
როგორც ტინამ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, ნადია კუნაკი სიცილიიდანაა. "დედაჩემი ძალიან მშვიდია და არასდროს ყვირის. ის ნამდვილი იტალიელი დედაა." - ამბობს მოდელი.
პატარა ტინა და ზაკ კუნაკიზე ორსული ნადია