ბოლო დროის მანძილზე ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილი ტანისამოსი და აქსესუარები ხშირად გვხვდება უცხოელ ცნობად სახეებზე, რაც ქართული მოდის განვითარებისთვის ძალიან დიდი ნაბიჯია. სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო-ვიდეო მასალის მიხედვით, ქართველი დიზაინერის ერთ-ერთი კაბა ამერიკელ ტელე-ვარსკვლავ ქლოე კარდაშიანამდე მივიდა.
რამდენიმე საათის წინ ქლოემ საკუთარ Instagram-ზე ატვირთა არა-ერთი ვიდეო სადაც მას ქართველი დიზაინერის - ანუკი არეშიძის კაბა აცვია, რომლითაც ის ძალიან კმაყოფილია.
თუმცაღა , ვიდეოში ის ასევე ამბობს რომ მან არ იცის ვინ არის ამ კაბის ავტორი და აუცილებლად გაარკვევს ამას.
ქლოეს კაბა ANOUKI-ს 2018 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციიდანაა.