10 იანვარს, ივანკა ტრამპმა ჯარედ კუშნერის დაბადების დღე აღნიშნა. მან მეუღლეს 38-ე დაბადების დღე განსაკუთრებულად მიულოცა. სოციალურ ქსელში ივანკა თბილ მილოცვას ავრცელებს : „Wishing my best friend and the love of my life a very happy birthday!” ივანკამ მეუღლის დაბადების დღეზე ინსტაგრამზე ატვირთა ოჯახური ფოტო ჯარედთან ერთად.
წყვილი 2009 წელს შეუღლდა, მას შემდეგ მათ 3 ბავშვი შეეძინათ - არაბელა , ჯოზეფი და თეოდორი.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ივანკა და მისი მეუღლე სამაგალითო წყვილად ითვლება - მათგან ორივე დაკავებულია პოლიტიკით. ასევე ჯარედი ამერიკის მოქმედი პრეზიდენტის უფროსი მრჩეველია.
მიუხედავად მათი გადატვირთული გრაფიკისა, წყვილი ყველა შვებულებასა და მივლინებას ატარებს ერთად, რაც კიდევ უფრო ამყარებს მათ ურთიერთობას.