გიორგი უგრელიძე მოგზაურია, რომელსაც მრავალი ქვეყნის მონახულების, მათი კულტურისა და ტრადიციების, ღისშესანიშნაობების გაცნობის შემდეგ მოხიბლულს, სურვილი გაუჩნდა საკუთარი ქვეყნის მსგავსი წარმატებით წარმოჩენის შესაძლებლობა ჰქონოდა. მაშინ, როცა მსოფლიოს უამრავ კუთხეში არაერთი მეგობარი შეიძინა და საქართველოში მოიწვია, საქართველოს გასაცნობად ისინი სხვადასხვა ტურისტულ სააგენტოსთან დააკავშირა და გიდებთან კომუნიკაციაც შედგა, თუმცა თავად აკვირდებოდა, რომ ტურისტებთან ურთიერთობის მიმართულებით, უცხოეთში ნანახი გამოცდილება გაცილებით სამახსოვრო და კვალიფიციური ჩანდა, ვიდრე ამის შემოთავაზება ქართულ ბაზარს შეეძლო.
სწორედ ამიტომ, Georgia4u ერთი მიზნის მისაღწევად შეიქმნა: საქართველოს ფასეულობებისა და ისტორიის გათვალისწინებით, ტურისტებისთვის შთაბეჭდილებები ნანახთან ერთად, გამართულ და მრავალფეროვან სერვისს გაეძლიერებინა. საქართველოში შემომყვანი ტურიზმის სფეროში მრავალწლიანი პირადი გამოცდილებითა და პროფესიონალთა გუნდით გიორგი უგრელიძე ტურისტულ ბაზარს შეუერთდა და სავსებით ახალი მომსახურებების დანერგვას გეგმავს.
უფრო ვრცლად OK! კომპანიის, საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ Georgia4u-ს პიარისა და მარკეტინგის ხელმძღვანელს, სალომე უკლებას ესაუბრა.
როგორი იყო Georgia4u-ს შექმნის წინაისტორია?
კომპანიის დამფუძნებელს ბიძგი პირადი გამოცდილების საფუძველზე მიეცა, რადგან წლების მანძილზე ის უამრავ ქვეყანაში ტურისტებსა და მათ მოთხოვნილებებს ეცნობოდა; სურდა, რომ ხარისხიანი მომსახურება საქართველოს ბაზარზე საკუთარ თავზე აეღო და აქ ჩამოსულ სტუმარს არამხოლოდ ქვეყანა, არამედ შესაფერისი სერვისი დამახსოვრებოდა.
თავად დამფუძნებელს ძალიან ბევრი მეგობარი სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოჰყავდა, თუმცა არაფერი ჰგავდა იმას, რასაც თავად გიორგი სხვა ქვეყნებში ტურისტის სტატუსით ყოფნისას იღებდა. რადგანაც, არსებულ ბაზარზე შესაფერისი მომსახურება ვერ აღმოაჩინა, მან საკუთარი კომპანიის შექმნა გადაწყვიტა, რომელიც ყველა დანაკლისს აანაზღაურებდა. ასე შეიქმნა Georgia4u, რომელსაც საქართველოში ჩამოსული ტურისტების გამასპინძლებაში, თამამად შეიძლება ითქვას, რომ განსაკუთრებული როლი აქვს. მომსახურება კი ნებისმიერი სურვილისა და შესაძლებლობის მქონე მომხმარებლისთვის თანაბარია - ეს Georgia4u-ს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია.
როგორია კომპანიის მთავარი აქცენტები?
Georgia4u ტურისტის ნებისმიერ სურვილს რეალობად აქცევს, რომელიც ლოგიკურია და ამავდროულად კანონმდებლობასთან თანხვედრაში. კომპანია ორიგინალურ მიმართულებასაც ამკვიდრებს, ეს - ექსტრემალური ტურიზმია, რომლის ფარგლებშიც არაერთი თამამი გამოწვევა წარმატებით გადაილახა, იქნებოდა ეს ტურისტის სურვილი მეორე ნახევრისთვის ხელი მთის მწვერვალზე ეთხოვა, თუ დაბადების დღე პარაშუტით გადმოხტომით აღენიშნა. Georgia4u ქვეყანაში ექსტრიმის განვითარების დიდ პოტენციალს ხედავს.
ახალი კომპანიის წინაშე რამდენიმე გამოწვევა დგას, Georgia4u-ს მიზანია, ტურისტის ერთჯერადი ვიზიტი კვლავაც განმეორდეს და ასეც ხდება. უკლებლივ ყველა ჯგუფი ქვეყანაში ისევ დაბრუნების სურვილს გამოთქვამს, რასაც მათი უმრავლესობა ასრულებს კიდეც.
გვიამბეთ Georgia4u-ს გუნდის შესახებ.
კომპანიის უპირატესობას პროფესიონალთა გუნდი წარმოადგენს, რომელთა შორის განსაკუთრებული გიდები და ანიმატორები არიან. ანიმატორთა გამოცდილება Georgia4u-ს აძლევს საშუალებას შექმნას ანიმაციის ისეთი ხარისხი, რომელიც დღეს რეალურად არ არსებობს.
ანიმატორთა გამოცდილება არაერთ ქვეყანაში მიღებულია და პრაქტიკის გაზიარების პარალელურად კომპანია მას სწორ მიმართულებას აძლევს, რათა ჩვენი კულტურა საუკეთესო მხრიდან წარმოაჩინოს.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
გარკვეული დროის მანძილზე, ჯგუფი სახელისა და კომპანიის გარეშე საქმიანობდა, ორწელიწადნახევრის მანძილზე კი ბაზრის სრულად შესწავლა შეძლო. სულ ცოტა ხანია, რაც ინტერნეტ-ბაზარზე გამოჩნდნენ და მათ სამომავლო გეგმებში შედის მეტი და მეტი ტურისტული ნაკადის შემოდინება. Georgia4u გეგმავს,ქვეყნის მასშტაბით პროფესიონალი ადამიანები კვლავაც დაასაქმოს. სწორედ ეს იქნება გარანტი იმისა, რომ ტურისტი საქართველოში ვიზიტისას შთაბეჭდილებებს მაქსიმალურად კომფორტულ გარემოში მიიღებს. კომპანიას სჯერა, რომ მათთან ერთჯერადი თანამშრომლობა არ იარსებებს და ურთიერთობა კვლავაც გაგრძელდება.
Georgia4u აპირებს საქართველოს ფარგლებს გარეთ გავიდეს და ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაცია გასწიოს. ტურიზმი წლის ყველა დროს აქტუალურია, ამიტომაც კომპანია სადღეღამისო რეჟიმში მზადაა ყველა ზარსა და შეკითხვას უპასუხოს.
...
კომპანია, რომლის სამომავლო გეგმებში, საქართველოში ექსტრემალური ტურიზმის განვითარება და დაგეგმვა შედის, ცეცხლოვან შოუებს, საჰაერო თუ საზღვაო გართობას და მრავალ მოულოდნელ სურპრიზს ტურისტებს ჰპირდება. ყველაფერი კი სამომავლოდ რეალითი შოუს ფორმატშიც გაშუქდება, გამოქვეყნდება Georgia4u-ს სოციალური ქსელების გვერდზეც, იქნება მრავალი გამარჯვებული და დასაჩუქრებული.
თითოეული ტური ამოუცნობი, ექსტრემალური და მომაჯადოებელია Goergia4u-სთან ერთად.
სოციალური ქსელების მისამართები: