31 ოქტომბერს პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელმა "ისი პარიმ" მედიის წარმომადგენლებს ZADIG&VOLTAIRE-ის ახალი სუნამო, GIRLS CAN DO ANYTHING წარუდგინა.
ბრენდმა 2017 წელს წარმოგვიდგინა მოდების ჩვენება , რომელმაც მთელს მსოფლიოს გაუგზავნა ნათელი და ძლიერი მესიჯი : ‘’GIRLS CAN DO ANYTHING’’. სწორედ ეს სლოგანი გახდა სახელი გამორჩეული სიძლიერის , რომელიც ნათლად გამოხატავს ბრენდის ღირებულებებს და ახალი სუნამოს კონცეფციას.
სუნამო ქალურობის ახალ, თავისუფალ და გაბედულ სტილს განასახიერებს. ის მრავალფეროვანი და პროვოკაციული გახლავთ, რომელიც ბერგამოტის, ფორთოხლის ყვავილისა და სანდალოზის სურნელს აერთიანებს.
იუმორის, ოპტიმიზმის, ენერგიის და ქალურობის კონცენტრატი მოთავსებულია კრისტალურ ფლაკონში. ფლაკონის დიზაინი მოდის წყლის ბოთლის შთაგონებისგან, რომელსაც მოდების ჩვენების განმავლობაში სტუმრებს სთავაზობდნენ. ძვირფასი მეტალის თავსახური გამოხატავს ვინტაჟური მანქანის აქსესუარს.
სუნამოს სახედ ბრენდმა მოდელი აგნეს აკერლანდი შეარჩია, რომელიც სარეკლამო კამპანიაში პოზირებს.
სუნამოს პრეზენტაცია კლუბ "ბიბლიოთეკაში" შედგა, სადაც სხვადასხვა სახის მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა მოიყარეს თავი.