ტელეარხ "ტვ პირველის" ეთერში ჟურნალი OK!-ის მთავარი რედაქტორი ტელეწამყვანის ამპლუაში წარდგება. გადაცემას, "ქალების ნარატივი", ნინო ჯიბლაძე ყოველ მეორე ოთხშაბათს წარუძღვება.
პროექტი ბიზნეს მედია ჯორჯიასა და ბიზნეს ლიდერთა ფედერაციის, "ქალები მომავლისთვის", თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება. როგორც თავად ნინო ჯიბლაძე აღნიშნავს, ეს მისთვის ახალი გამოწვევაა და ბევრ საინტერესო რესპოდენტთან შეხვედრას გვპირდება.
"მივხვდით, რომ ძალიან ბევრი გვაქვს ქალებს სასაუბრო. სწორედ ამიტომ შევქმენით სპეციალური ფორმატი, რომლის მეშვეობითაც ყოველ მეორე ოთხშაბათს შევხვდები მაყურებელს." - თქვა ნინო ჯიბლაძემ გადაცემის დასასრულს.