ამერიკული ვოგის რედაქტორი, ანნა ვინტური, ყოველთვის გამოირჩევა მოდის კვირეულებზე კრიტიკული შეფასებებით. ამჯერად მან პარიზის მოდის კვირეულის შემდეგ განაცხადა, რომ მისი აზრით, ქალისა და მამაკაცის ტანსაცმელი ერთმანეთისგან გამიჯნული არ უნდა იყოს. "ბევრი მიზეზია, რის გამოც ამას ვამბობ. Maison Margiela-ს ჩვენებაზე ნათლად დავინახეთ თუ როგორ გამოხატა მან სექსუალური იდენტობის თავისუფლება". - ამბობს ანნა.
როგორც ამერიკული ვოგის მთავარმა რედაქტორმა აღნიშნა, მისი გუნდი უკვე ესაუბრა რამდენიმე სავაჭრო ცენტრს, რომ აღარ განაცალკევონ მამაკაცისა და ქალის სამოსი ერთმანეთისგან.
"ყველაფერი ყველასთვისაა და ჩვენ უნდა გამოვხატოთ ეს არა მხოლოდ კულტურული ან რასობრივი თვალსაზრისით, არამედ სექსუალური იდენტობის მიმართაც". - განაცხადა ვოგის რედაქტორმა.
ანნა ამერიკელი ჟურნალისტია, რომელიც ამერიკულ ვოგს სათავეში 1988 წლიდან უდგას.