კორეული ბოიბენდი BTS-ი პირველი ბოიბენდია, რომელმაც გაერთიანებულ ერების კონგრესზე მიიღო მონაწილეობა და შთამაგონებელი მიმართვითაც დაგვამახასოვრა თავი, რომელიც განსაკუთრებით ახალგაზრდა მსმენელებს ეძღვნებოდა. ბენდი ორგანიზაციის 73-ე სესიაზე გამოჩნდა, რომელიც ნიუ-იორკში გაიმართა.
ჯგუფის ლიდერმა სიტყვით გამოსვლისას თქვა: "ჩემი სახელია კიმ ნამჯუნი, ასევე ცნობილი როგორც, RM, ბითიესის ლიდერი. დიდი პატივია მოწვეული იყო ასეთ ღონისძიებაზე, რომელსაც ამხელა დატვირთვა აქვს დღევანდელი ახალგაზრდა თაობისთვის.
წინა წლის ნოემბერში, ბითიესმა დააარსა "Love Yourself-ის" კამპანია Unicef-თან ერთად, საფუძვლად ჩვენი მოსაზრება დაედო – ნამდვილი სიყვარული საკუთარი თავის სიყვარულით იწყება. შევუერთდით პროგრამას, რომელიც იცავს ძალადობისგან ბავშვებსა და ახალგაზრდებს მთელი მსოფლიოს მაშტაბით. ჩვენი ფანები ამ კამპანიის დიდი ნაწილი გახდნენ, თავიანთი ქმედებებითა და ენთუზიაზმით. ჩვენ ნამდვილად საუკეთესო ფანები გვყავს მთელ მსოფლიოში.
...
ჩვენ ვისწავლეთ საკუთარი თავის სიყვარული, ახლა მე კი მოგიწოდებთ საკუთარ თავზე ილაპარაკოთ. მინდა ყველას გკითხოთ. რა გქვიათ? რა გახალისებთ და რა გიჩქარებთ გულს? მითხარით თქვენი ისტორია, მინდა თქვენი ხმის გაგონება. არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ, საიდან ხარ,მიუხედავად სქესისა და კანის ფერისა აიმაღლე ხმა.იპოვე შენი ხმა და სახელი, საკუთარ თავზე ლაპარაკით.
მე ვარ კიმ ნამჯუნი და ასევე RM ბითიესიდან. მე ვარ აიდოლი და ვარ არტისტი კორეის პატარა ქალაქიდან. ბევრი ადამიანის მსგავსად ცხოვრებაში ბევრი შეცდომა დავუშვი, ბევრი ნაკლი და უფრო ბევრი შიში მაქვს. მაგრამ მე უნდა შევეგუო ჩემს თავს და საბოლოოდ ვიწყებ საკუთარი თავის ნელ–ნელა შეყვარებას.
რა გქვია? – აიმაღლე ხმა."
ბიჭებმა უნისეფის გენერალურ დირექტორთან, ჰენრიეტა ფორთან ერთადაც გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.
გთავაზობთ სიტყვით გამოსვლის სრულ ჩანაწერს