„გაატარე ზაფხული ისე, როგორც არასდროს!“ – „ბორჯომმა“, ცხელ ზაფხულში მომხმარებელს აქტიური ზაფხულის კონცეფცია შესთავაზა, რომელიც ბრენდის საზაფხულო ლიმიტირებული სერიის შეფუთვაზეც აისახა.
ახალი კამპანიის ფარგლებში შეიქმნა ვებგვერდი – www.active.borjomi.com , რომლის მიზანიც აქტიური დასვენებისთვის განკუთვნილი ადგილებისა და აქტივობების პოპულარიზაციაა როგორც ტურისტებში, ისე ადგილობრივ მოსახლეობაში. მრავალფუნქციური პორტალი რამდენიმე ენაზე ოპერირებს.
აღნიშნული მიმართულების განვითარებაზე „ბორჯომის“ გუნდი რამდენიმე თვეა, მუშაობს. ინფორმაცია საქართველოში არსებული საინტერესო ადგილმდებარეობის შესახებ და აღნიშნულ ადგილებში აქტიური დასვენების შესაძლებლობებზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად დამუშავდა.
საზაფხულო შეფუთვების ახალი სერია თაროებზეა, საინტერესო ვიზუალის მქონე მინერალური წყლის ვულკანური ენერგია ზაფხულს კიდევ უფრო მეტ მუხტს შესძენს. აგვისტოს დღეებს ბევრი თავგადასავლის შეთავაზება შეუძლია...
,,რაჭა ჩემო სიყვარულო” - რაჭა
70-იანი წლების ქართული ფილმის სიუჟეტში რაჭველ მევენახეებს ვეცნობით, რომლებიც სლოვაკეთის სოფელ რაჭის მევენახეებთან გამოცდილების გასაზიარებლად მიემგზავრებიან. შემდეგ კი სლოვაკები საპასუხო ვიზიტით საქართველოს ესტუმრებიან. მთავარ პერსონაჟს, ზაურს იქაური გოგონა, დარინა შეუყვარდება და სანამ მაყურებელი სიყვარულით თავბრუდახვეული ახალგაზრდა მამაკაცის მცდელობებს თვალყურს ადევნებს, თუ როგორ აწონებს სატრფოს თავს, ყურადღების მიღმა არასდროს რჩება რაჭის საუცხოო პეიზაჟები.
ბუნება, რომელსაც ყოველწლიურად უამრავი ტურისტი სტუმრობს, ქართველებისთვისაც ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია, თავგადასავალი კი თითოეულ ნაბიჯზეა: ქართული ვაზის ვენახები,შაორის იდუმალი სიმშვიდე, ნიკორწმინდის ჩუქურთმებში შემონახული ისტორია და ბარაკონის უმნიშვნელოვანესი ხუროთმოძღვრება. რაჭის ჭრელ ტყეში სეირნობისას ენერგიას ბორჯომის ვულკანური წარმოშობის მინერალური წყლისგან მიიღებთ.
უამრავი სანახაობის, ბუნებით ტკბობისა და აქტიური დასვენების პროდუქტიულად გამოყენების შემდეგ, რაჭასთან დამშვიდობება ისეთივე რთულია, როგორც ფილმში ქართული სტუმართმოყვარეობით და რაჭით მოხიბლულ დარინას გულისსწორთან განშორება უჭირს.
რაჭაში აქტიური დასვენებისთვის ,,ბორჯომი“ გირჩევთ:
https://www.active.borjomi.com/ge/category/active/badminton/
ფილმში პატარა მანანას, ანცი გოგონას ეშმაკობებით სავსე თავგადასავალია მოთხრობილი, რომლის უმეტესი ნაწილის გადაღების ლოკაციად აჭარის დედაქალაქი - ბათუმი შეირჩა.
ცელქი პერსონაჟი 60-იანი წლების ბათუმშიც სხვა უამრავ სპორტულ გასართობს ისევე ადვილად იპოვიდა, როგორც დღეს იქ ჩასული არაერთი სტუმარი.
თუმცა, თანამედროვეობა კიდევ უფრო მეტად აქტიურ დასვენებას გვთავაზობს: შავ ზღვაზე წყლის თხილამურებით სრიალი, ,,ნური გელის ტბა“-ზე (როგორც ამას 26 მაისის პარკში მდებარე ტბას, ადგილობრივები ეძახიან) წყლის ველოსიპედით გასეირნება და ზღვის სანაპიროზე ფრენბურთის თამაში - დროის შესანიშნავად გატარების საშუალებაა.
„ბორჯომის“ აქტიური დასვენების კამპანიის ფარგლებში შექმნილ ვებ გვერდზე წყლის სპორტის არაერთ სახეობას, მათ სპეციფიკასა და მომხიბვლელობას გაეცნობით: https://www.active.borjomi.com/ge/category/tsqhali/
“სიყვარული ყველას უნდა” - კახეთი
რთველი კარზეა მომდგარი, მუშაობისთვის კი არავის სცალია, რადგან სოფელში ყველა შეყვარებულია - ფილმის ფაბულა ამ მოტივზე აიგო და ის აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიულ რეგიონში კახეთში გადაიღეს. კახეთში, სადაც სიმბოლურია, რომ სიყვარულის ქალაქი - სიღნაღი დღესაც რომანტიკულ თავგადასავალს გვპირდება. ვენახის დარაჯი ბიჭები ტყუპი დების ცოლად შერთვაზე ოცნებობდნენ და ნატვრაც აუხდათ, თანამედროვეობაში ისინი აუცილებლად სიღნაღის ცნობილ ქორწინების სახლს მიადგებოდნენ, რომელიც ახლა ყველა სეზონზე იღებს მსურველს.
ბორჯომის ვებგვერდზე, სახმელეთო აქტივობების არაერთ სახეობას შეხვდებით, რომელიც კახეთის სხვადასხვა კუთხეში სტუმრობას კიდევ უფრო შთამბეჭდავ მოგონებად აქცევს.
,,ბორჯომი” გირჩევთ: ველოსიპედით გაისეირნოთ, ან სულაც დიდი ისტორიის მქონე გზებზე ცხენით ჯირითით მისდიოთ აქტიურ დასვენებას. თანაც იქ, სადაც ისტორიკოსების თქმით, ჯიშიან ცხენებს აშენებდნენ და არაბებს თავიანთი ცხენსაშენებისათვის ფაშატები გაჰყავდათ.
https://www.active.borjomi.com/ge/category/land/horses/ - ბმულზე არაერთ რჩევასაც გაეცნობით.
,,იმერული ესკიზები“ - იმერეთი
,,იმერული ესკიზები“ ჩანახატების, ესკიზების, ნოველებისა და მინიატურებისაგან შემდგარ ფილმია, რომელსაც ერთი ცენტრალური გმირი ქალი აერთიანებს- ფილმი ქართული სოფლის ყოფას ასახავს და გაჯერებულია დიდი იუმორით, ფრაზებითა და სიტუაციებით, რომელიც ქართველმა მაყურებელმა შეიყვარა და ტექსტების ნაწილი ზეპირად შეისწავლა კიდეც.
პასტორალური პეიზაჟები ფილმის ცოცხალ სულისკვეთებას ამდიდრებს, ადგილს, სადაც დღეს აქტიური საზაფხულო დასვენებისთვის რაფტინგი, იგივე ჯომარდობა, რიონის მდინარეზეც აქტუალურია.
სპორტის ამ სახეობის შესახებ ბორჯომი არაერთ საინტერესო რჩევას მოგცემთ: https://www.active.borjomi.com/ge/2018/07/14/jomardoba-gagrilebis-dasvenebisa-da-drois-sasiamovnod-gatarebis-shesadzlebloba/
ფილმი, რომელიც ძველი თბილისის გამწვანებული ქუჩების ნოსტალგიას აღვიძებს, საქართველოს დედაქალაქში გადაიღეს. ადგილზე, სადაც ზაფხულობით უამრავი მცხოვრებელი რჩება და ქალაქიდან გასვლას ვერ ახერხებს. ფილმის სიუჟეტი კონსერვატორიის გამოცდაში ჩაჭრილი რეზიკოს ირგვლივ ვითარდება, რომლის წარუმატებლობასაც ოჯახი არ ამხელს. რეზიკოს მამა გასაჭირს თავის მეგობარს, სათამაშოების ფაბრიკის დირექტორს შესჩივლებს და შვილის დროებით სამუშაოდ მიღებას თხოვს. ფაბრიკაში რეზიკოს ნამდვილი ნიჭი ვლინდება, მისი გაკეთებული შესანიშნავი თოჯინები სწრაფად იპყრობს ყურადღებას.
ზაფხულის ხვატში თავის შესაქცევად ბევრი იქნებ ასეთ ხელსაქმესაც მიმართავს, ვიღაც კი კვლავ რეზიკოს მსგავსად სიყვარულსაც პოულობს, თუმცა აქტიური დასვენება არასდროს არის ზედმეტი, „ბორჯომის“ კამპანიამ გასართობი ზაფხულის თბილისშიც შეარჩია: მტკვარზე ტივით გასეირნება, ლისზე და კუს ტბაზე წყლისა თუ პარკში სახმელეთო ველოსიპედით გასეირნება და სხვა...
ყველა მათგანი შეგიძლიათ აღმოაჩინოთ საიტზე: https://www.active.borjomi.com/ge/
#activeborjomi #borjomisummer