პარფიუმერია იდუმალი და ყველაზე მომაჯადოვებელი სამყაროა, სადაც შეგრძნებებს შეუძლიათ გადაგვისროლონ უფრო შორს, ვიდრე წარმოგიდგენია… თუნდაც მე-16 საუკუნეში და თანაც იტალიურ რენესანსის ხანაში, სადაც გენიოსების გარემოცვასა და მათ ისტორიებში დაიბადა სურნელი, რომელიც დღეს ყველაზე მეტად ასახავს სამყაროში ყველაზე დიდ გრძნობას სახელად - სიყვარულს.
Pantheon Roma - იტალიური პარფიუმერული ბრენდია, რომელიც რომში დაფუძნდა.
ბრენდი სწორედ იტალიური რენესანსის პერიოდში მომხდარი სიყვარულის ისტორიით არის ინსპირირებული.
გენიალური მხატვრის - რაფაელ სანტის და მარგარიტა ლუტის სიყვარულმა იმდენად შეძრა კაცობრიობა, რომ საუკუნეების შემდეგ მათი საიდუმდო, ბურუსით მოცული ტრფობის ისტორია დღემდე რჩება წმინდა სიყვარულის სიმბოლოდ.
რაფაელ სანტი
საყოველთაოდ აღიარებული ხელოვანის - რაფაელ სანციოს ისტორია გვიყვება: რომის პაპის დავალებით მხატვარმა დაიწყო ვატიკანის სასახლის მოხატვა, იმ პერიოდში იგი დანიშნული იყო დედოფალ მედიჩის დისშვილ მარიაზე, თუმცა უზომოდ შეუყვარდა უბრალო მცხობელის ქალიშვილი. აკრძალული სიყვარული სხვადასხვა ფენის წარმომადგენელს შორის ტრაგიკულად დამთავრდა. მათ ფარულად გაატარეს სასიყვარულო ღამე, მაგრამ ცეცხლოვანი შეხვედრის შემდეგ რაფაელი გარდაიცვალა. იგი რომაულ პანთეონში დაკრძალეს და ის ერთადერთი ხელოვანია გახლავთ, რომელსაც მსგავსი პატივი ხვდა წილად. მასზე შეყვარებულმა მარგარეტმა კი თავი მარადიულ სიყვარულს მიუძღვნა და დარჩენილი ცხოვრება მონასტერში გაატარა.
სწორედ ამ მშვენიერი სიყვარულის ისტორიითაა ინსპირირებული Pantheon-ის ბრენდი, რომელსაც შეუძლია გააღვიძოს მოგონებები, გრძნობები და უკვდავ სიყვარულს გვაზიაროს.
სწორედ ამ მშვენიერი სიყვარულის ისტორიითაა ინსპირირებული Pantheon-ის ბრენდი, რომელსაც შეუძლია გააღვიძოს მოგონებები, გრძნობები და უკვდავ სიყვარულს გვაზიაროს.
დღეს თბილისში არსებობს ადგილი - „L'Arome Boutique•არომა ბუტიკი“, სადაც შეგიძლიათ ეზიაროთ ჭეშმარიტად ნიშური პარფიუმერიის შედევრებს.
პარფიუმერი - Leone Fadelli
Pantheon Roma-ს ბრენდის ქვეშ თქვენ შეძლებთ აირჩიოთ თქვენი გემოვნების შესაბამისი სურნელი.
ყველაზე ტკბილი, ინტენსიური და ამავდროულად საუკეთესო გურმანული არომატი Pantheon Roma Passione – “ტკბილი ვნება“ - ეს უბრალოდ სუნამოს დასახელება არაა, ეს იმ გრძნობის დასახელებაა, რომელსაც ჩვენ განვიცდით გამდნარი შოკოლადის გასინჯვისას.
შოკოლადი, ტრუფელი, ვანილი, მარწყვი, თაფლი - თუკი თქვენ ტკბილეულის და ტკბილი ცხოვრების მოყვარული ხართ ეს სურნელი თქვენია.
ტკბილი ვნება
Trastevere Pantheon Roma – სურნელი უმალ მოგახვედრებთ შუა საუკუნეების რომის ულამაზეს უბანში, ბაღში, სადაც ერთმანეთს ფარულად ხვდებოდნენ შეყვარებულები.
ბაღი ტრასტევერე
Cosi Blue (ლურჯი) - რენესანსის დროს წარმოადგენდა ღვთიურ ფერს. სუნამო შთაგონებულია მე-16 საუკუნის იტალიური ფერწერით და მთლიანი ხაზი, რაფაელს ეძვნება. არომატი დაკავშირებულია სიმშვიდესთან, თავისუფლებასა და მისტიკურობასთან.
ნამდვილი ხელოვნების მოყვარულები დააფასებთ ფლაკონის დიზაინსაც, რომელიც თავისი ფერითა და ფაქტურით მაქსიმალურად გადმოგვემს იმ პერიოდის აყვავებული იტალიის სურნელს.
თუკი გსურთ იყოთ ყველასგან განსხვავებული, აფრქვევდეთ სუკეთესო პარფიუმერების მიერ შექმნილ ექსკლუზიურ არომატებს, ესტუმრეთ აღმაშენებლის 76 ნომერში მდებარე - L’arome Boutique-ს და შეიგრძენით ნიშური პარფიუმერიის შედევრები ერთ სივრცეში.