არაფორმალური გასეირნებისთვის, ჯიჯიმ მაისური ტოპი შეარჩია, რომელიც მის სხეულს აჩენდა, თავისუფალი ჯინსი კი მაღალ წინდებსა და თეთრ სპორტულ ფეხსაცმელს შეუხამა. ვარსკვლავი მუქ სათვალეს და ხელჩანთასაც ატარებდა.
გრძელი ქერა თმა კი მაღლა აწეული ჰქონდა. რაც შეეხება სახეს, როგორც ხშირად ჩვევია, მოდელს ამჯერადაც უმაკიაჟოდ გამოჩენა გადაეწყვიტა.
სახლისკენ მიმავალმა კი მისი ვარცხნილობა შეიცვალა.