27 ივნისს ქლოი კარდაშიანმა 34 წლის იუბილე ყველაზე ახლობელი ადამიანების გარემოცვაში აღნიშნა. სახლში მოწყობილ წვეულებას ესწრებოდნენ: მისი შეყვარებული ტრისტან ტომპსონი, დები - კიმი, კაილი და კენდალი. კრის ჯენერის ყველაზე უფროსმა ქალიშვილმა, 39 წლის კორტნიმ წვეულება გამოტოვა, რადგან ის ამჟამად კაპრიზე ისვენებს.
ფოტო და ვიდეომასალა კარდაშიანების ინსტაგრამ ,,სთორებში“ მრავლად გავრცელდა. გოგონებმა ქლოის სურპრიზი მოუწყვეს და მისი ოთახი ბუშტებითა და ლამაზი თაიგულებით გააფორმეს. კიმ კარდაშიანისა და მისი ქალიშვილი ნორსისგან ქლოიმ Balenciaga-ს ჩანთა მიიღო, რომელზეც ფულის კუპიურების პრინტია დატანილი. (ის არც მეტი არც ნაკლები 2500 დოლარზე მეტი ღირს).
იუბილარმა ქლოიმ დაბადების დღე, საკუთარ სახლში ( ლოს ანჯელესში) დებთან და მეგობრებთან ერთად, აუზთან გაატარა.