ნუკი კოშკელიშვილს ბავშვი შეეძინა - პატარა ბიჭუნა ნიუ-იორკში დაიბადა.
მოდელის მეუღლე ბენი სამშობიაროდან ემოციურ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ნუკი და ბავშვი თავს კარგად გრძნობენ და პატარა ჯანმრთელი მოევლინა ქვეყანას.
ნუკი აქტიური ორსული იყო, მძიმე ტოქსიკოზის მიუხედავად, ყოველთვის ცდილობდა ფორმაში ყოფილიყო და 7 თვის ორსულმა საკმაოდ თამამ ფოტოსესიაშიც მიიღო მონაწილეობა.
ბლოკიდან ის ლაივებისა და ფოტოების მეშვეობით ინფორმაციას ავრცელებდა მისი მდგომარეობის შესახებ.
თანაც, არც მაკიაჟი დავიწყებია და არც ვარცხნილობა, ეს კი იმით ახსნა რომ უნდოდა, მის შვილს პირველად ლამაზი ენახა. სულ ახლახან, ქვეყანას ბიჭი მოევლინა, რომლის სახელიც ჯერ საზოგადოებისთვის უცნობია.