ახლა, როცა მეგან მარკლი სამეფო ოჯახის წევრია, ის უამრავ წესსა და ეტიკეტს ემორჩილება. სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობისას მას კონკრეტული საკვების ჭამაც კი აეკრძალა და ეს - ნიორია!
მეგანს ნივრის მირთმევის უფლება არ აქვს, მიზეზის აბსოლუტურად გასაგებია! სამეფო ოჯახის წევრის ამპლუაში მას ამის გაკეთების ნებართვა არ აქვს.
ამ წესის შეცვლა ახლო მომავალშიც არ იგეგმება, ელისაბედ II-ს ნიორი სძულს. ,,ჩვენ არ ვიყენებთ ნიორს ან ბევრ ხახვს, ეს უბრალოდ მენიუში არასდროს გვაქვს!“ - ამბობს ბუკინგემის სასახლის შეფ-მზარეული, დარენ მაკგრენდი.
სამეფო ოჯახის წევრებს მგზავრობისას მოლუსკების ჭამაც ეკრძალებათ, რადგან საკვებით მოწამვლის საშიშროება იზრდება. ესეც სავსებით გასაგებია, რადგან მათი განრიგი წუთი-წუთზე გათვლილია და ამ ტიპის პრობლემის გაჩენისას, შესაძლოა მათ მნიშვნელოვანი ღონისძიების გამოტოვა მოუწიოთ.