გამოცემის ინფორმაციით, ჯო ჯექსონი ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში გამთენიისას, ადგილობრივი დროით 3:30 საათზე გარდაიცვალა.
როგორც ცნობილია, ის საავადმყოფოში პანკრეასის სიმსივნის მეოთხე სტადიის გამო იწვა.
ცნობილია, რომ ჯო ჯექსონი მანამდე სოციალურ ქსელში მის შესაძლო გარდაცვალებაზე მიანიშნებდა.
,,მე იმაზე მეტი მზის ჩასვლა მაქვს ცხოვრებაში ნანახი, ვიდრე სანახავი დამრჩა. როცა დროა, მზე ამოდის და როცა ამის დროა ის ჩადის, მოგწონს ეს შენ თუ არა"- წერდა ჯო.
ჯო ჯექსონმა შექმნა მუსიკალური ჯგუფი Jackson Five, რომლის პროდიუსერიც თავად იყო. ის მისი შვილის, მაიკლ ჯექსონის მუსიკალური პროდიუსერის პოზიციასაც ითავსებდა.