ლეგენდარული რეჟისორი კვენტინ ტარანტინო ახალ ფილმზე მუშაობს სახელწოდებით "ერთხელ ჰოლივუდში," რომლის გადაღებები უკვე დაწყებულია და მსახიობმა ლეონარდო დიკაპრიომ ფილმიდან პირველი ოფიციალური ფოტოც გამოაქვეყნა.
ფილმში 1969 წლის მოვლენებია ასახული და პოლანსკის ორსული ცოლის მკვლელობას შეეხება.
დიკაპრიოს გარდა ფილმში ისეთი ცნობილი მსახიობებიც მონაწილეობენ, როგორებიც არიან ალ პაჩინო, ბრედ პიტი, ქურთ რასელი, ტიმ როტი, მაილ მედსენი და ბერტ რეინოლდსი. ტარანტინოს ფილმში რომან პოლანსკის ცოლის როლს მარგო რობი ითამაშებს.