ბრიუსელში საზეიმო ცერემონიის დროს ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიე ჟურნალისტებს ეჩხუბა. ვიდეოს Euronews-ი აქვეყნებს.
მსახიობის თქმით, მას ჟურნალისტები არ უყვარს და მათ წასვლა სთხოვა. დეპარდიეს ბრიუსელის კულტურული იმიჯის გამდიდრებაში შეტანილი წვლილისთვის საპატიო მედალი გადასცეს.
საზეიმო ცერემონია ბრიუსელის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართა.