გიო ხუციშვილს და მამუკა ჩარკვიანს წლების მეგობრობა აკავშირებთ. გიო ხუციშვილი 17 წლის იყო, როცა სწორედ მისი თხოვნით, თეატრალური სასწავლებლის ანსამბლში, სიმღერა „თავისი დრო აქვს ყველაფერს, ჩემო“ პირველად შეასრულა.
მომღერალი ერთ-ერთ ინტერვიუში მამუკას სიტყვებსაც იხსენებს - „გიო, ისეთები მღერიან, მე და შენც უნდა ავიდეთ სცენაზე, ყველაფერს თავისი დრო აქვსო. ამ სიმღერასაც სწორედ ასე ჰქვია – „თავისი დრო აქვს ყველაფერს, ჩემო“.
მეგობრებმა მოგვიანებით ამ სიმღერაზე ვიდეოც გადაიღეს და ის 1999 წელს ტელეკომპანია „ევრიკას“ ეთერში , გადაცემაში - „სალონი“ ერთად წარადგინეს.
შეგახსენებთ, რომ მუსიკის ავტორი თავად მამუკა ჩარკვიანია, ხოლო ლექსი ჯანსუღ ჩარკვიანს ეკუთვნის.
აღსანიშნავია, რომ 29 მაისს, გიო ხუციშვილის ვარსკვლავის გახსნაზე, ფილარმონიის სცენაზე ეს სიმღერა, გიოს შვილებმა - ზუკა და ნოდარიკო ხუციშვილებმა შეასრულეს.