სოლო: ერთმნიშვნელოვნად ყველაზე დიდი კამათის გამომწვევი ფილმი ვარსკვლავური ომების ფანებს შორის. რონ ჰოვარდის მართლაც არაორდინალური, თუმცა თამამი გადაწყვეტილება დაბრუნებოდა ცნობილი ფრენჩაიზის ფესვებს და გადაეღო შთამბეჭდავი ფილმი, რომელიც დაძაბულ მომენტებთან ერთად, პირველი ტრილოგიის მსგავსად სახალისოც იქნებოდა მაყურებლისთვის, საკმაოდ წარმატებული გამოდგა. თუმცა, ერთი შეხედვით შეიძლება ისიც იფიქროთ, რომ ფილმმა ახალი პროდიუსერების მიერ დასახულ კურსს ზედმეტად გადაუხვია.
დასაწყისისთვის, სოლოს უპირველესი მოვალეობა ფრენჩაიზის ცნობილ ნაწილებს შორის არსებული სიცარიელის ამოვსება და რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხის გაცემა იყო, თუმცა ფილმმა ეს სრულიად ვერ მოახერხა და უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ პირიქით არია კიდეც ასეთუისე დალაგებული სიუჟეტური მიმდევრობა. ფილმის ყველაზე დიდი პრობლემა მთავარი გმირის სათავგადასავლო ისტორიის საკმაოდ ბუნდოვანი ხაზით წაყვანაა. ერთი შეხედვით რთული სცენარი და დაძაბული ისტორია, რომლის დასაწყისსა და ბოლოს შორის, პერსონაჟების განვითარებასთან ერთად თითქოს რამდენიმე დიდი გადამწყვეტი სცენაც უნდა იყოს, თვალის ერთ დახამხამებაში გადადის გადამწყვეტ ფაზაში და უკვე დაბალ დონეზე მყოფ მოულოდნელობის ეფექტსაც ბოლომდე ანადგურებს. იმას, რასაც ამდენი წელი ელოდა ლეგენდარული პერსონაჟის ერთგული გულშემატკივარი, რეჟისორი ფილმის პირველივე ნახევარში დებს მაგიდაზე და დანარჩენ დროს მთლიანად უთმობს პოლიტკორექტულობის დაცვისთვის ბრძოლას და იმის მცდელობას, რომ რაც შეიძლება აშკარად დაგვანახოს სპეციალური ეფექტებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის უდიდესი მასშტაბები. ეს არც ისე ახალი რამეა წინა ფილმებიდან გამომდინარე და ამჯერად, ამ საბედისწერო შეცდომას საბედნიეროდ წამყვანი და დამხმარე მსახიობების ერთობლივი საოცარი თამაში სრულიად ანეიტრალებს. ამას ისიც ემატება, რომ თითოეული მოქმედებითი სცენის ქორეოგრაფია და ვიზუალური მხარე მართლაც უმაღლესი დონისაა, რასაც ასევე საოცარი მუსიკალური გაფორმება სდევს ფონად.
საერთო ჯამში შეიძლება მარტივად დასახელდეს ის რამდენიმე ძირითადი მიზეზი, რომლის გამოც ეს ფილმი აუცილებლად უნდა ნახოთ, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე საკმაოდ მოსაწყენი მონაკვეთის ყურება მოგიწევთ. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს ოლდენ ერენრაიკის უდიდესი ტალანტი, რომელმაც ვარსკვლავური ომების სამყაროს ერთ–ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი პერსონაჟი შესძინა ახალგაზრდა სოლოს სახით. ასევე, ამ ფილმის ნახვა მხოლოდ პოლ ბეთანის თამაშის სანახავადაც ღირს, რადგან ინგლისელმა მსახიობმა საკუთარი კარიერის საუკეთესო ნამუშევარი და პიკი წარმოაჩინა დიდ ეკრანზე. ამ ყველაფრის პარალელურად, თქვენ აუცილებლად ისიამოვნებთ უამრავი ძალიან საინტერესო ხუმრობით და სცენით, რომელიც სხვა ცნობილ ფრენჩაიზებთან ავლებს პარალელს. თუმცა, ამ დეტალებს სრულიად ჩრდილავს ფილმის საკმაოდ ემოციური დასასრული, რომელიც აუცილებლად დიდ ეკრანზე უნდა იხილოთ.
დასაწყისისთვის, სოლოს უპირველესი მოვალეობა ფრენჩაიზის ცნობილ ნაწილებს შორის არსებული სიცარიელის ამოვსება და რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხის გაცემა იყო, თუმცა ფილმმა ეს სრულიად ვერ მოახერხა და უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ პირიქით არია კიდეც ასეთუისე დალაგებული სიუჟეტური მიმდევრობა. ფილმის ყველაზე დიდი პრობლემა მთავარი გმირის სათავგადასავლო ისტორიის საკმაოდ ბუნდოვანი ხაზით წაყვანაა, რადგან ერთი შეხედვით რთული სცენარი და დაძაბული ისტორია, რომლის დასაწყისსა და ბოლოს შორის, პერსონაჟების განვითარებასთან ერთად თითქოს რამდენიმე დიდი გადამწყვეტი სცენაც უნდა იყოს, თვალის ერთ დახამხამებაში გადადის გადამწყვეტ ფაზაში და უკვე დაბალ დონეზე მყოფ მოულოდნელობის ეფექტსაც ბოლომდე ანადგურებს. ის, რასაც ამდენი წელი ელოდა ლეგენდარული პერსონაჟის ერთგული გულშემატკივარი, რეჟისორი ფილმის პირველივე ნახევარში დებს მაგიდაზე და დანარჩენ დროს მთლიანად უთმობს პოლიტკორექტულობის დაცვისთვის ბრძოლას და იმის მცდელობას, რომ რაც შეიძლება აშკარად დაგვანახოს სპეციალური ეფექტებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის უდიდესი მასშტაბები, თუმცა ეს არც ისე ახალი რამ არის, წინა ფილმებიდან გამომდინარე. ამ საბედისწერო შეცდომას საბედნიეროდ წამყვანი და დამხმარე მსახიობების ერთობლივი საოცარი თამაში სრულიად ანეიტრალებს და ამას ისიც ემატება, რომ თითოეული მოქმედებითი სცენის ქორეოგრაფია და ვიზუალური მხარე მართლაც უმაღლესი დონისაა, რასაც მართლაც საოცარი მუსიკალური გაფორმება სდევს ფონად.
საერთო ჯამში შეიძლება მარტივად დასახელდეს ის რამდენიმე ძირითადი მიზეზი, რომლის გამოც ეს ფილმი აუცილებლად უნდა ნახოთ, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე საკმაოდ მოსაწყენი მონაკვეთის ყურება მოგიწევთ. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს ოლდენ ერენრაიკის უდიდესი ტალანტი, რომელმაც ვარსკვლავური ომების სამყაროს ერთ–ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი პერსონაჟი შესძინა ახალგაზრდა სოლოს სახით. ასევე, ამ ფილმის ნახვა მხოლოდ პოლ ბეთანის თამაშის სანახავადაც ღირს, რადგან ინგლისელმა მსახიობმა საკუთარი კარიერის საუკეთესო ნამუშევარი და პიკი წარმოაჩინა დიდ ეკრანზე. ამ ყველაფრის პარალელურად, თქვენ აუცილებლად ისიამოვნებთ უამრავი საინტერესო ხუმრობით და სცენით, რომელიც სხვა ცნობილი ფრენჩაიზებთან ავლებს პარალელს. თუმცა, ამ დეტალებს სრულიად ჩრდილავს ფილმის საკმაოდ ემოციური დასასრული, რომელიც აუცილებლად დიდ ეკრანზე უნდა იხილოთ.