რადიო ენერჯი საქართველო, წარმოშობით ფრანგული რადიოსადგური, საქართველოში საფრანგეთის საელჩოსა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიაპარტნიორი გახდა.
დღეს, რადიო ენერჯის დილის ეთერს საფრანგეთის ელჩი საქართველოში ბატონი პასკალ მენიე ესტუმრა.
პასკალ მენიე - საფრანგეთის ელჩი საქართველოში და გიორგი შარაშიძე - რადიო ენერჯის დამფუძნებელი
ბაბი კირკიტაძე - რადიოწამყვანი, პასკალ მენიე - ელჩი და თამარ ქათამაძე -პრესის ატაშე
ევროვიზია 2018-თან დაკავშირებით, საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთის ფრანგული ინსტიტუტი, 24 აპრილს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის ფრანკოფონური სიმღერის სპეციალურ კონკურსს ატარებს. კონკურსში მონაწილეების ვინაობა იხილეთ აქ.
საკონკურო სიმღერად, ორგანიზატორებმა შეარჩიეს ფრანგული ჯფუფის "Madame Monsieu-ს" უკვე ჰიტად ქცეული „Mercy”.
გამარჯვებული სტუდენტი 12 მაისს ევროვიზიის ფინალურ კონცერტზე დასასწრებად ლისაბონში გაემგზავრება, ხოლო გამარჯვებული მოსწავლე საჩუქრად მიიღებს ფრანგული ენის კურსის ერთ სესიას საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტში.
წელს ევროპის ყველაზე ცნობილი სიმღერის სატელევიზიო კონკურსი, პორტუგალიის დედაქალაქში ლისაბონში 8 - 10 მაისს გაიმართება.
კონკურსში წელს 43 ქვეყანა იღებს მონაწილეობას.
საქართველოს ჯგუფი „ირიაო" წარადგენს. 10 მაისს მეორე ნახევარ ფინალზე „ირიაო" საკონკურსო სიმღერას „შენი გულისთვის" შესრულებს.
ჯგუფი "ირიაო"
8 და 10 მაისს ჩატარებული ნახევარფინალების პირველი 20 მონაწილე ქვეყანა ფინალში გადავა.
ფინალში კი ტრადიციულად მათ „დიდი ხუთეულის" ქვეყნების მონაწილეები დახვდებიან: დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, საფრანგეთი და ესპანეთი. მათ ფინალში წლის მასპინძელი ქვეყანა პორტუგალია შეუერთდება.
სამწუხაროდ, საქართველო ხმას ვერ აძლევს საკუთარ ქვეყანას ამიტომაც ხმა მიეცით საფრანგეთს და უგულშემატკივრეთ საქართველოს ევროვიზიაზე!