მოდის სფეროს საერთაშორისო პროექტზე ,,THE BRANDS FASHION SHOW"ავთანდილ ცქვიტინიძე მინკსში წარსდგა.
,,ის გაფრინდა, თუმცა დაბრუნების პირობა დადო. მაესტრო ავთანდილ ცქვიტინიძე პროექტს ახალი კოლექციით დაუბრუნდა.“ - წერს Fcollecion.by
2017 წლის მარტში ავთანდილის ბრენდის Brands Fashion Show -ზე გრანდიოზული გამოჩენის შემდეგ, ეს მისი ხელახალი მონაწილეობაა.
ავთანდილ ცქვიტინიძე ქართული მოდის ფესვებთან დგას, მან მოდის სახლი ავთანდილი 2000 წელს დააფუძნა და ერთ-ერთი პირველი იყო ვინც პარიზში ბაიერებს საქართველოში წარმოებული ტანსაცმელი წარუდგინა.
დღეს, მისი სამოსს არამხოლოდ საქართველოში არამედ მსოფლიოს უამრავ კუთხეში ატარებენ. მის გულშემატკივრებში ლეგენდარული მომღერალი Lady Gaga და Mary J Blige-იც შედიან.
2018 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციით ავთანდილის კოლექცია ძლიერი ქალის იმიჯს უბრუნდება. ათამაშებს პასტელურ ფერებსა და ბრჭყვიალებს. კოლექციაში შერეულია, სპორტული შიკი, 80-იანი წლების სტილი და ქალურობა.
,,ასეთი არაორდინალური მიქსი ავთანდილმა წარმოადგინა. მან, ისე როგორც არავინ, იცის, რომ ქალი მსახიობია და მზადაა ყოველდღიურად სიახლისთვის. "