სტივენ სპილბერგის ფილმი „ვაშინგტონ პოსტი: საიდუმლო მასალები“ ბოლო წლების ყველაზე გაბედულ და მნიშვნელოვან ფილმად შეიძლება იქნას აღიარებული. ცნობილი რეჟისორის ახალი დრამა ამერიკული სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და გარდამტეხი ისტორიული მოვლენის შესახებ მოგვითხრობს.
ოსკაროსანი მსახიობების დუეტის მიერ გაცოცხლებული სცენარი დასავლური პრესის მნიშვნელოვან ფიგურებსა და ამერიკის პრობლემატურ მთავრობას შორის გამართულ უპრეცედენტო ომზე მოგვითხრობს. მერილ სტრიპის პერსონაჟს პირადი ცხოვრებისა და ბიზნესის პრობლემების ბალანსირება საკმაოდ დიდ პრობლემებს უქმნის, თუმცა ყველაფერი მაშინ იღებს სერიოზულ სახეს, როდესაც ისტორიაში პირველი ქალი, რომელმაც გაზეთის გამოცემა საკუთარ თავზე აიღო, სიტყვის თავისუფლების დასაცავად გამართულ ბრძოლაში წინა ფრონტზე აღმოჩნდება. სწორედ აქედან იწყება სპილბერგისა და ოპერატორის მიერ საოცრად ლამაზი, თუმცა დამთრგუნავი მხრიდან წარმოჩენილი ისტორია, რომელიც არაერთ მრავალწლიან მეგობრობასა და უამრავი ადამიანის სიცოცხლეს ემუქრება.
„ვაშინგტონ პოსტი: საიდუმლო მასალები“ ორი საათის განმავლობაში ნამდვილ ემოციურ შოკს განგაცდევინებთ, რის ფონზეც თქვენი და ტომ ჰენკსის პერსონაჟის ფსიქოლოგიური მდგომარება არაერთხელ დაემთხვევა ერთმანეთს. იდეალურად დაჭერილი კადრები და დიდ ეკრანზე სრული გრაციოზულობით გათამაშებული ისტორია თავს ყველაზე მნიშვნელოვანი ამერიკული გაზეთის მთავარ ჟურნალისტად გაგრძნობინებთ. მეამბოხე სულის მატარებელი ფილმი, რომელიც ვიეტნამში დატრიალებული ტრაგედიის შედეგებს ნათლად დაგანახებთ, 2018 წლის ოსკარის ცერემონიაზე ნამდვილი ტრიუმფით წარსდგება და დიდი ალბათობით მერილ სტრიპს კიდევ ერთ ოსკარს მოუტანს.
მიუხედავად იმისა, რომ სპილბერგის ნამუშევრის მთავარი გმირები ჯერ კიდევ 70-იანი წლების ბოლოს თეთრი სახლის ყველაზე დიდ მტრებად ითვლებოდნენ, სცენარი დღევანდელი რეალობის იდეალური ანარეკლიცაა.
შეიძინეთ ბილეთები და იხილეთ სპილბერგის საუკეთესო ნამუშევარი ახალ "კავეა გალერიაში"