ლეგენდარული რეჟისორი ელდარ შენგელაია დღეს 86 წლის გახდა. ადამიანმა, რომლის შემოქმედებაც ათეულობით წელს ითვლის, ყველასთვის საყვარელი ფილმებით – „შერეკილები“, „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“, „სამანიშვილის დედინაცვალი“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“ და სხვები, ქართულ კინოში მთელი ეპოქა შექმნა და ბოლო წლებშიც გაგვანებივრა ახალი ნამუშევრებით, რომელთა შორისაც აღსანიშნავია 2017 წელს გადაღებული სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი - „სავარძელი“, რომლის მსოფლიო პრემიერაც მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.
ქართული კინოს ლეგენდის საპატივსაცემოდ, გთავაზობთ სახალისო და დასამახსოვრებელ ფრაზებს მისი ყველაზე ცნობილი კინოსურათებიდან.
შერეკილები
• — აუუ, ჩაბარდა პატრონს...
— რომელ პატრონს?
— გევიდა გაღმა...
— სად გაღმა?
— მარილზე!
— რა მარილზე?
— მოკვდა, მოკვდა! წეიღო ჩემი სამი ჩაფი ღვინო მიქელგაბრიელთან
არისტოსა და ერთაოზის დიალოგი მიზანა ბრეგაძის გარდაცვალებისას.
• არა, ყმაწვილო, არა! ასეთი ცოდნით ვერ გავფრინდებით, არადა, უნდა გავფრინდეთ!
• შენც დაგიჭერენ, მეც დამიჭერენ, ტრიფონსაც დაიჭერენ.
• ხომ გითხარი, გაფრინდებიან მეთქი, შე გალსტუკიანო პეპელა?!
• მრეკეთ ბოთლი თავში, ქალბატონო მარგალიტა, რაა...
• თუ კარგ საქმეზე მიდიხართ, მეც წამიყვანეთ!..
„ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“
• - გივი არის? - გივის მეგობრები
- მემგონი არა. - სოსო
- გივი!
- ჩვენ ვართ, გივი!
- გივი!
- გივი, ჩვენ ვართ!
- გივი!
• - აი, კიდო შემაქანა.
- მარცხნიდან თუ მარჯვნიდან?
- ქვემოდან.
• მე არაფრის არ მეშინია! არაფრის არ მეშინია! ... მე ტანკისტი ვიყავი, ომამდე!
• - ლაპარაკში ხელფასს გვაძლევენ!- პრემიასაც.
• დაანებეთ ჩემს ცოლს თავი!
• ალო, სასწრაფოა? კაცს გრენლანდია დაეცა თავზე.
• - ბოდიში, თქვენზე მითხრეს ლიფტში გაიჭედაო, მართალია?
- რავიცი, მემგონი. ასე ამბობენ და...
• გაიტანეთ, გაიტანეთ გრენლანდია!!!
"არაჩვეულებრივი გამოფენა“
• მშვენიერებავ, წყალი უნდა გერქვას შენ! ლამპრედუზო მედუზო!
• - მთვრალია ეს
- მთვრალი კი არა ეგოისტი ვარ მე!
• ესაა პიკასოს ბიჭი ? ამით ერთობა პიკასო?
"ცხვირი ჰგავს, გავს, ე.ი. გავს"