წლის დასაწყისში ყველა განიხილავდა, ვინ შეიძლება ქცეულიყო ახალ ჯეიმს ბონდად. როდესაც გაირკვა, რომ მის ადგილს დენიელ კრეიგი დაიკავებდა, სამყარო მის გოგოზე გადაერთო, რომელიც მარგო რობის ხვდა წილად. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ „ფორს-მაჟორის“ მსახიობს არავინ იცნობდა, ფილმის პროდიუსერები სერიოზულად განიხილავდნენ მეგან მარკლის კანდიდატურას. ისინი დიდი ხანი ეძებდნენ „გლამურულ და სექსუალურ ამომავალ ვარსკვლავს - ამერიკელს ან კანადელს“, მარკლი კი იდეალური კანდიდატურა იყო.
რამდენიმე დღის წინ გაირკვა, რომ მეგან მარკლი ჯეიმს ბონდის ფილმის პროდიუსერების მიერ შედგენილ მცირე ზომის სიაში შედიოდა, თუმცა საბოლოოდ ის ამოშალეს, როდესაც მეგანი და პრინცი ჰარი დაინიშნენ. ამასთან, ახალგაზრდა მსახიობს კარიერასთან გამომშვიდობებაც მოუწევს, როგორც კი ჰარის გაჰყვება ცოლად.
შეგახსენებთ, სხვადასხვა დროს ჯეიმს ბონდის საყვარელი ქალის როლებს ევა გრინი, ნაომი ჰარისი და ლეა საიდუ ასრულებდნენ.