ახალი წლის შემდგომი დღეები ყველაზე რთული და მოასწყენია, რადგან ის ერთიანი განწყობა, რომელიც წინასაახალწლო სამზადისს სდევდა თან ქრება და იწყება რუტინული ყოველდღიურობა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენც უნდა შევეგუოთ საერთო მოწყენილობას, ამის თავიდან ასარიდებლად კი წინასაშობაო განწყობის ამაღლებაა აუცილებელი. გთავაზობთ რამდენიმე ფილმს, რომელიც საშობაო არდადეგებს გაგიხალისებთ - მართალია ეს ფილმები დიდი პოპულარობით არ სარგებლობს, თუმცა თუ მოგბეზრდათ ყოველ წელს ერთი და იგივე ფილმების ყურება, მაშინ მოემზადეთ იდეალური დღეების გასატარებლად.
#1 Little Women – 1994 წელი
ლუიზი მეი ოლკოტის ცნობილი რომანის ეკრანიზაცია, რომელმაც ოსკარის სამ კატეგორიაში იყო ნომინირებული. ფილმი მოგვითხრობს ისტორიას, რომელიც აშშ-ს სამოქალაქო ომის დროს ვითარდება. კლასიკური და გულწრფელი ფილმი პირველ სიყვარულზე, იმედებზე და იმედგაცრუებებზე, ცხოვრების სტილის ცვლილებასა და გადალახულ სირთულეებზე. რეჟისორმა ჯილიან არმსტრონგმა განსაკუთრებული ყურადღება საშობაო ატმოსფეროს შექმნას მიაქცია.
#2 Noel – 2004 წელი
ნიუ-იორკში მცხოვრები, ერთმანეთის სრულიად განსხვავებული ხასიათისა და ბედის მქონე ადამიანების გარშემო უცნაური მოვლენები ვითარდება. ამ დროს კი შობა ახლოვდება, მათ კი საერთო გრძნობა მარტოსულობა აერთიანებთ, რომელიც ამ დღეს განსაკუთრებით მკვეთრად იგრძნობა.
#3 Christmas Cottage – 2008 წელი
ბიუგრაფიული ამბავი, რომელიც ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ხელოვანს ტომას კინკეიდს ეძღვნება. ერთმა შობამ სრულებით შეცვალა მისი ბედი - ტომასი დედას ეხმარება სახლის შენარჩუნებაში, ამისთვის კი ფუნჯებსა და საღებავებს იმარაგებს.
#4 A Christmas Tale – 2008 წელი
ფრანგული ტრაგიკომედია, რომელშიც კატრინ დენევი დიდი, თუმცა არამეგობრული ოჯახის დედის როლს ასრულებს. კატრინის პერსონაჟის შვილები საშობაოდ იკრიბებიან მშობლების სახლში, სადაც დედის სასიკვდილო დაავადების შესახებ შეიტყობენ.
#5 Where God Left His Shoes – 2007 წელი
ფრენკ დიაზს ცოლთან და ორ შვილთან ერთად სახლიდან აგდებენ, ისინი იძულებულები არიან უსახლკაროთა თაშესაფარში შეაფარონ თავი. შობა ახლოვდება, ისინი კი ღამის გასათევი ადგილის მოლოდინში რიგში დგანან. შეთანხმების თანახმად სახლის დასაბრუნებლად აუცილებელია, რომ ფრენკმა მუდმივი სამუშაო იპოვოს. ფილმის გმირს ისღა დარჩენია, რომ ქალაქში გავიდეს და სამსახურის ძებნა დაიწყოს. რეალისტური დრამა ოჯახზე, რომელიც ოცნებობს შობის საკუთარ სახლში გატარებაზე.
#6 A Very Murray Christmas – 2015 წელი
Netflix-ის საშობაო საჩუქარი მაყურებლებს. 2015 წელს სოფია კოპოლას სადღესასწაულო ფილმი გამოვიდა, სადაც მსახიობი ბილ მიურეი საშობაო წვეულებას საკუთარ ტელეშოუში მართავს. ამ დროს კი ნიუ-იორკში ქარიშხალი იწყება, რომელიც სტუმრებს შოუზე დასწრებაში ხელს უშლის. მაგრამ შობის წინ სასწაული ხდება და ოცნებები სრულდება.
#7 Journey To The Christmas Star
სამეფოს თავს წყელვა დაატყდა. სონია - პატარა, მამაცი გოგონა სახიფათო მოგზაურობაში მიემართება, რათა შობის ვარსკვლავი იპოვნოს. გოგონამ იცის, რომ ეს ერთადერთი ხსნაა.
#8 A Christmas Prince
შობის წინ, ჟურნალისტი ახალგაზრდა, სკანდალურ პრინცზე სტატიის დაწერას აპირებს. მას წარმოდგენაც კი არ აქვს, თუ რამხელა სამეფო სკანდალში გაეხვევა.