ბიონსემ გადაწყვიტა ახალ წელს ახალი ვარცხნილობით შეხვდეს. ახალი სურათები მან საკუთარი ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა. ერთ-ერთი სურათში ის ყვითელ შარვალში, ყავისფერ სვიტერში და წითელ პალტოში პოზირებს. მეორე სურათზე კი ბიონსემ საზაფხულო კაბა მოირგო. მომღერალს სურათები მისმა მეუღლემ ჯეი ზიმ გადაუღო.
შეგახსენებთ, ბიონსეს და ჯეი ზის ივნისში ტყუპები შეეძინათ. ვარსკვლავმა ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ ყველაზე ელიტარულ სამშობიაროში გააჩინა გოგო და ბიჭი. ბედნიერმა მშობლებმა შვილებს სახელები სერი და რუმი შეურჩიეს. ბიონსეს დედამ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ სერი უკვე ახერებს მამის მიმიკების კოპირებას.