კათოლიკური შობა უკან ჩამოვიტოვეთ, მაგრამ ვარსკვლავები მაინც აგრძელებენ საკუთარი საჩუქრების სურათების გამოქვეყნებას და ჩვენც კარგად ვიცით - როდესაც საქმე მათ საჩუქრებს ეხება არც ფანტაზიას აქვს საზღვრები და არც ბიუჯეტს. მართალია ქვემოთ ჩამოთვლილი საჩუქრები ახალი არ არის, თუმცა ჩვენთვის შეიძლება მილიონების მოპოვების ერთგვარ ინსპირაციადაც კი იქცეს.
კენი უესტის საჩუქარი
რა შეიძლება იყოს Burger King-ის ქათმის ბურგერზე და კარტოფილ ფრიზე უკეთესი? მხოლოდ რესტორნის მფლობელად ყოფნა და იმის შესაძლებლობა, რომ დღე-ღამის ნებისმიერ დროს მიირთვა სწრაფი კვების ობიექტის საკვები. კენი უესტმა საკუთარ მეუღლეს კიმ კარდაშიანს Burger King-ის რესტორნების ქსელის 10 ფილიალის აქციები აჩუქა, რომელიც მხოლოდ აშშ-ს არ მოიცავს.
კარდაშიანების ოჯახის საჩუქარი
კარდაშიანების ოჯახის კიდევ ერთმა წევრმა კრის ჯენერმა თავისი ოცნების მანქანა ღია წითელი ვინტაჟური Ford Thunderbird მიიღო, რომელიც მას შვილებმა აჩუქეს: „ისეთი აღფრთოვანებული ვარ, რომ სიტყვები არ მყოფნის! მადლობა ჩემს ოჯახს!“.
მაიკ ტაისონის საჩუქარი
ცნობილ ბოქსიორს მაიკ ტაისონს ისე უნდოდა საკუთარი მეუღლის, მსახიობის რობინ გივენსის გახარება, რომ ორი მილიონი დოლარიც არ დაენანა ოქროს აბაზანისთვის. დაუფასა თუ არა რობინმა მეუღლეს საჩუქარი უცნობია, მაგრამ წყვილი ერთმანეთს რამდენიმე თვის შემდეგ დაშორდა.
სური კრუზის საჩუქარი
და მაინც საუკეთესო საშობაო საჩუქარს ის იღებს, ვინც მთელი წლის მანძილზე კარგად იქცეოდა. როგორც ჩანს სური კრუზი ამ საკითხში ყველაზე მაღლა დგას - მას დედამ საკუთარი სახლი აჩუქა, მართალია მინიატურილი, თუმცა არა სათამაშო, არამედ ნამდვილი, სადაც წყლის გაყვანილობა, ელექტროობა და მედია დარბაზიც კი არის.
კეტი პერისს საჩუქარი
კეტი პერიმ ყოფილ მეუღლეს კოსმოსის ბილეთი აჩუქა. ეს საჩუქარი მომღერალს 200 ათასი დოლარი დაუჯდა.
ჯონ ლეჯენდის საჩუქარი
ჯონ ლეჯენდმა კარგად იცის საკუთარი მეუღლის კრისი ტეიგანის სუსტი წერტილები, საახალწლოდ კი მას არც თუ ისე პატარა და არც თუ ისე დიდი ზომის ყველი აჩუქა.
ნიკ კენონის საჩუქარი
ნიკ კენონმა კი მერაია ქერის ავტომობილი Rolls Royce Phantom აჩუქა, რომლის ღირებულებაც ნახევარი მილიონი დოლარია.
ბრედ პიტის საჩუქარი
ბრედ პიტმა კი ანჯელინა ჯოლის პოლიგონი და იარაღის არსენალის შესანახი ადგილი აჩუქა საფრანგეთის ტერიტორიაზე. საკუთარი არჩევანი მსახიობმა ასე ახსნა: „იარაღი ენჯისთვის ნამდვილი აფროდიზიაკია. როდესაც ჩვენ ერთად აღმოვჩნდით ადგილას, სადაც ბევრი იარაღი იყო - „მისტერ და მისის სმიტების“ გადაღებაზე ამბავი ჩვენი რომანით დასრულდა. ახლა მას შეუძლია სტრესი პოლიგონზე მოიხსნას, ჩვენ კი ყურების დაფარვა არ მოგვიწევს.“
ანჯელინა ჯოლის საჩუქარი
ანჯელინა ვალში არ დარჩენილა და ბრედ პიტს გულის ფორმის კერძო კუნძული აჩუქა, რომლის ღირებულებაც 12,2 მილიონ დოლარს შეადგენს.