სიმღერა “Jingle Bells” საახალწლოდ განუყოფელი მელოდიაა, კლასიკური სიმღერა, რომელსაც ყოველთვის მღერიან, თუმცა აღმოჩნდა, რომ ის სულაც არ არის საშობაო.
1857 წელს “Jingle Bells” ჯეიმს ლორდ პირპონტმა შექმნა და ის ახალ წელს სულაც არ მიუძღვა, არამედ მადლიერების დღეს. სავარაუდოდ, ეს მასაჩუტესსა ან ჯორჯიაში მოხდა. მედფორდში მე–19 საუკუნეში მარხილები პოპულარობით სარგებლობდა (,,In a one-horse open sleigh” -ფრაზა სიმღერიდან) და ასე იქმნება წარმოდგენა, რომ სადღაც მასაჩუსეტსის სიახლოვეს “Jingle Bells” დაიწერა.
ამასთან ერთად, სიმღერის ნაკლებად ცნობილ მონაკვეთში ,,მის ფანი ბრაიტის" ხსენება შესაძლოა, მის რომანტიკულ ხასიათზე მიანიშნებდეს.
სიმღერის სახელწოდებაც ასე ჟღერდა: “One Horse Open Sleigh,” (ერთ–ცხენიანი ღია მარხილი), თუმცა მოგვიანებით “Jingle Bells, or the One Horse Open Sleigh” დაერქვა, როცა 1859 წელს მცირე ცვლილებები შევიდა.
ასტრონავტებმა ვოლი შირამ და ტომას სტაფორდმა დედამიწის შემოვლისას 1965 წელს ჰარმონიკაზე შეასრულეს.
სწორედ ის ჰარმონიკა და ზარები ახლა Smithsonian–ის ინსტიტუტში ინახება- წერს The Washington Post.