ამერიკელი ჟურნალისტისა და მწერლის ლორენ ვაისბერგის რომანი „ეშმაკს აცვია პრადა“ 2003 წელს გამოქვეყნდა, სამი წლის შემდეგ კი მერილ სტრიპისა და ენ ჰეთეუეის მონაწილეობით ამავე სახეწლოდების ფილმი გამოვიდა. ფილმი ოსკარზე და BAFTA-ზე იყო ნომინირებული, მერილ სტრიპმა კი, რომელიც მირანდა პრისლის როს თამაშობდა, „ოქროს გლობუსი“ მიიღო.
წლების შემდეგ ფილმი ისევ აქტუალურია, ყველას გვახსოვს მიზანდასახული ემილის, მკაცრი მირანდას და პერსპექტიული ანდრეას ისტორიები. როგორ განვითარდა მათი ცხოვრება? შემდეგ წელს ჩვენ აუცილებლად მივიღებთ ამ კითხვაზე პასუხს. ვაისბერგერის ახალი წიგნის „When Life Gives You Lululemons“-ის მთავარი პერსონაჟი ემილია - სიუჟეტის მიხედვით, გოგონა გათხოვდა და ცნობილი სუპერმოდელის სტილის კონსულტანტი გახდა, ნახევარ განაკვეთიანი სამსახურით კი სენატორის ცოლის ჩაცმის სტილზე ზრუნავს.
როგორც ცნობილი გახდა ემილის ცხოვრების დეტალებს 2018 წლის 5 ივნისიდან შევიტყობთ. წიგნის ღირებულება 27$ იქნება. ამას გარდა, ცნობილმა გამოცემამ Entertainment Weekly წიგნის პირველი თავი უკვე გამოაქვეყნა, ეს კი ნიშნავს, რომ საყვარელ გმირთან შეხვედრა შეიძლება დათქმულზე ადრე მოხდეს.