რამდენიმე დღის წინ ჯეი ზიმ კონცერტი გამართა ტურნეს 4:44-ის ფარგლებში, მუსიკალური ნომრის შესრულებისას კი გოგონა დაინახა, რომელსაც ხელში პლაკატი ეჭირა წარწერით: „მე ორჯერ დავამარცხე სიმსივნე, იმისთვის, რომ შენ მენახე! ვგიჟდები შენზე! ჩახუტება ან სელფი?“ რეპერზე ამ პლაკატმა ძალიან იმოქმედა.
მან ტექსტი ხმამაღლა წაიკითხა, შემდეგ კი გოგონას მიმართა: „თუ შენ დაამარცხე სიმსივნე, ჩახუტება ეს ყველაზე მცირეა, რისი გაკეთებაც შემიძლია“. გულშემატკივარი სცენაზე ავიდა და უამრავი ხალხის გარემოცვაში ჩაეხუტა საკუთარ კუმირს. ამ კადრების ამსახველმა ვიდეომ მომენტალურად დაიპყო ინტერნეტ სივრცე.
შეგახსენებთ, რომ თვის დასაწყისში ჯეი ზი 48 წლის გახდა. მეუღლესთან ბიონსესთან ერთან რეპერმა ეს დღე ვუდი ალენის ახალი ფილმის „Wonder Wheel“-ის პრემიერაზე გაატარა, სადაც მთავარ როლებს ჯასტინ თიმბერლეიქი და ქეით უინსლეტი ასრულებენ.