ფსიქოლოგების ალან პიზისა და ბარბარა პიზის დაკვირვებების მიხედვით, ადამიანს ხშირ შემთხვევაში ტყუილის თქმის დროს ჟესტები ყიდის. ასრებობს რამოდენიმე ჟესტი, რომელიც მატყუარა ადამიანებს მომენტალურად შიფრავს. გაიგე შენც!
1.პირის დაფარვა ხელებით
ზოგი ადამიანი პირის დაფარვას ყალბი ხელოვნური ხველებით ცდილობს. თუ პიროვნება საუბრის დროს ამ ჟესტს იყენებს შესაძლოა ის ცრუობს.
2.თითების ცხვირზე შეხება
ქალები ამ ჟესტს უფრო ნაზი შეუმჩნეველი მოძრაობით ასრულებენ ვიდრე მამაკაცები. ალან და ბარბარა პიზების თქმით მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ როდესაც ვცრუობთ ორგანიზმში გამოიყოფა ქიმიკატები, რაც ცხვირის შიდა გარსის გაღიზიანებას იწვევს. თუ გაციებული არ ხართ და საუბრის დროს ამ ჟესტს იყენებთ ესეიგი იტყუებით, ან რაღაცას მალავთ.
3. ყურის მოფხანა
ეს არის ზრდასრული ადამიანის ვერსია პატარა ბავშვისგან განსხვავებით, როდესაც ბავშვი ცდილობს ყურებზე ხელი აიფაროს, რომ არ მოგისმინოს. ადამიანი, რომელიც საუბრის დროს ამ მოქმედებას მიმართავს ესეიგი თქვენი მოსმენა არ სიამოვნებს, არ სურს.
4. საყელოს გაწევა
ფსიქოლოგი დესმონდ მორისი ამბობს. რომ ტუილი ხშირად ჩხვლეტის შეგრძნებებს იწვევს, სახისა და კისრის მიდამოებში. ამით სრულიად გასაგები ხდება თუ რატომ იწევენ ადამიანები საყელოს სიცრუის თქმისა და აფორიაქების მომენტში.
5.თითები პირში
ხშირ შემთხვევაში თითები პირში ისეთ ადამიანებს მიაქვთ, თავის თავში ეჭვი რომ ეპარებათ და აფორიაქებულები არიან, იმის გამო თუ რას იფიქრებს მსმენელი მათზე. ამ ჟესტით ისინი ცდილობენ რომ საკუთარი თავდაუჯერებლობა დაფარონ.
6. დიდხანს თვალებში ყურება
მატყუარების 70 პროცენტი ტყვილის თქმის დროს დიდხანს გიყურებთ თვალებში, იმ ვარაუდით რომ მათი გამოჭერის შანსი ნაკლები იქნება. ასევე ახსოვთ ბავშობაში როგორ მოითხოვდნენ მათგან მშობლები დაჟინებით თვალებში ყურებას, იმის გასარკვევად იტყუებოდნენ თუ არა.