ცნობილი ფსიქოლოგების ალან და ბარბარა პიზების აზრით მერლინ მონრო არაჩვეულებრივად ფლობდა ქალის სხეულის ენას, ეროტიულ გამომეტყველებასა და მიმიკებს, რითიც მამაკაცებში მაგნიტურ მიმზიდველობას იწვევდა და წამიერად აჯადოვებდა მათ. გთავაზობთ ცნობილი ფსიქოლოგების ალან და ბარბარა პიზის უტყუარ კვლევებს სხეულის ენისა და ჟესტების შესახებ.
1. ოდნავ გახსნილი სველი ტუჩები.
ზევით მიმართული მზერა და ოდნავ გახსნილი სველი ტუჩები, ეს ჟესტი იდუმალ, გამოუცნობ იერს ანიჭებს ადამიანს. ცნობილი ფსიქოლოგების აზრით, ბევრ ქალს სწორედ ასეთი გამომეტყველება აქ ორგაზმის დროს.
2. თავის გაქნევა და თმის გადაწევა, შიშველი ყელის დემონსტრირება.
ამ ჟესტს ქალები საკუთარი თავის დემონსტრაციისთვის იყენებენ, რომ მიიპყრონ უფრო მეტი ყურადღება.
3.შეხება საკუთარ სხეულზე
როდესაც ქალი ნელა და მგრძნობიარედ ეფერება საკუთარ თეძოს, კისერს ან ყელს, ეს გულისხმობს, რომ თუ მამაკაცი სწორედ ითამაშებს, შესაძლოა მანაც შეძლოს ქალის ამგვარადვე შეხება.
4. მოშვებული მაჯა
სიარულის ან ჯდომის დროს მოშვებული მაჯა დანებების სიგნალია, რომელსაც მხოლოდ ქალები და ჰომოსექსუალები იყენებენ. ის ძალიან მიმზიდველია მამაკაცებისთვის, რადგან უქმნის მათ განცდას, თითქოს დომინანტობა შეუძლიათ.
5 ფეხი ფეხზე
მამაკაცები აღიარებენ, რომ ეს პოზა ყველაზე გამომწვევი პოზაა მათ შორის, რომელიც შეიძლება ქალმა მიიღოს. ამ ჟესტს ქალები შეგნებულად მიმართავენ. საკუთარ ფეხებზე ყურადღების მისაქცევად.
6. თვალებით კონტაქტი
ქალი მზერას მოსაწონ მამაკაცზე აჩერებს, ელოდება ვიდრე მამაკაცი არ შენიშნავს მას და მზერას კიდევ დაახლოებით 5 წამი შეაჩერებს, შემდეგ, კი სხვაგან გაიხედავს. მამაკაცი კვლავ მას უყურებს და აინტერესებს შეხედავს თუ არა მას ქალი ისევ. ქალს სამჯერ მაინც სჭირდება ასეთი მზერის გამოყენება, რომ მამაკაცის ყურადღება მთლიანად მიიპყროს. სწორედ ასე იწყება ფლირტი.
7. ღიმილი
ქალი გამართულად ჯდება, მკერდის წარმოსაჩენად, ფეხს ფეხზე იდებს და რამოდენიმეჯერ მსუბუქად იღიმება, სასურველი მამაკაცის მიმართულებით. ან თუ დგას თავს მხრისკენ გადაწევს და თეძოს შეარხევს .ეს მამაკაცებს მწვანე შუქს უნთებს.
8.ხელის მტევანზე შეხება
ეცადეთ სამიზნე მამაკაცს შემთხვევით ხელზე ან ხელის მტევანზე შეეხოთ. ხელის მტევანზე შეხება მამაკაცებში ინტიმურობის მაღალ დონეს აღვიძებს.
9. ხელჩანთა
მამაკაცების უმრავლესობას ქალის ხელჩანთის შიგთავსი არასდროს უნახავს,ქალის ხელჩანთა მამაკაცებისთვის ძალიან ინტიმური ნივთია. თუ ქალს მამაკაცი განსაკუთრებით მიმზიდველად ეჩვენება, შესაძლოა მან სთხოვოს მამაკაცს მიაწოდოს ხელჩანთა ან კიდევ რაიმე ამოიღოს იქიდან. ხელჩანთის დადება მამაკაცის დასანახად და ხელშესახებად ძალიან ძლიერი სიგნალია ქალის მხრიდან, რომ ის დაინტერესებულია.