ქალი შეიძლება გარეგნობით არ იყოს ძალიან ლამაზი მაგრამ ყველაზე სასურველი და სიმპათიური მამაკაცის გული დაიპყროს. ჩნდება კითხვა - როგორ? სტატისტიკამ აჩვენა რომ მამაკაცებს უმეტესად, 4 ტიპის ქალი აკარგვინებთ ჭკუას ესენი არიან: დამოუკიდებელი ქალები, ოდნავ წონიანები, მხიარულები და ნაზები. რომელი ხარ შენ?
1. დამოუკიდებელი ქალი
დამოუკიდებელი ქალები, რომლებიც ზედმეტი კითხვებით, სატელეფონო ზარებით და ეჭვიანობით არ აბეზრებენ თავს. ქალები, რომლებიც ბევრს არ საუბრობენ საკუთარ თავზე ან სხვებზე და ძირითადად ბოლომდე უსმენენ მათ. მამაკაცებს მოსწონთ ქალები, რომლებსაც გააჩნიათ საკუთარი ინტერესები, ამბიციები და პირადი გეგმები.
2. ოდნავ წონიანი, მკერდსავსე ქალები.
ქალები რომლებიც გამოირჩევიან სისადავით და არ გამოიყენებენ ზედმეტ მაკიაჟს. ასევე არ აქვთ ზედმეტად გრძელი ხელოვნური, სხვადასხვა ფერის ფრჩხილები, ყვავილებითა და სხვადასხვა ორნამენტებით. სტატისტიკამ აჩვენა, რომ მათ ყველაზე მეტად მოსწონთ ქალები გრძელი, სქელი თმით, მოვლილი, საშუალო ზომის ფრჩხილებით და ღია ფერის ფრჩხილის ლაქით.
3. მხიარული ნაზი ქალები
მამაკაცები ასევე დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ქალის პოზიტიურ ხასიათს და სინაზეს, მათ მოსწონთ, როდესაც ქალი არის მხიარული და არ წუწუნებს, არ ჭორაობს ყველაზე და ყველაფერზე, არ ყვირის ყველაზე რთულ მომენტშიც კი, არ ზღუდავს მათ პირად სივრცეს, არ ეჯიბრება ან ბაძავს სხვა ქალს და ასევე ყველაზე მეტად ენდობა მას, რადგანაც ურთიერთობაში აუცილებელია, რომ წყვილი ერთმანეთს ენდობოდეს.
მამაკაცებს ასევე უყვართ შექება, როდესაც მათ შრომას, თუნდაც მცირედ ყურადღებას უფასებენ და დიდი სიხრულით აღნიშნავენ ამას.
4. მზრუნველი ქალი
მათ ასევე იზიდავთ მზრუნველი და კარგი დიასახლისები, კაცი ბენდიერია მაშინ, როდესაც გრძნობს, რომ თავისი მეორე ნახევრისთვის მნიშვნელოვანია მისი აზრი და შეხედულება. კაცი ბენდიერია, როდესაც გრძნობს, რომ ის მნიშვნელოვანია საყვარელი ქალისთვის.