ჟურნალი OK! ქართული პოდიუმის ერთ-ერთ უცვლელ სახეს – ულამაზეს კრისტი ყიფშიძეს ესაუბრა, რომელსაც სულ ახლახან შეუსრულდა 40 წელი და კვლავ შესანიშნავად გამოიყურება. კრისტიმ სიამოვნებით გაგვიმხილა პოდიუმზე პირველი ნაბიჯების შესახებ და თავის კარიერაში ყველაზე სასიამოვნო და დასამახსოვრებელი მომენტიც გაიხსენა. წარმოგიდგენთ მოდელთან ექსკლუზიურ ინტერვიუს.
კრიტი, ბავშვობაზე საუბრით დავიწყოთ. როგორი ბავშვობა გქონდათ?
ძალიან კარგი. ხშირად მახსენდება ჩემი ბავშვობა. ნეგატიური მოგონებები თითქმის არ მაქვს – ომის პერიოდს, უშუქობას და საყოველთაო გაჭირვებას თუ არ ჩავთლით, მაგრამ ეს ბავშვისთვის მაინც მეორეხარისხოვანია.
მოდელობა ბავშვობის ოცნება იყო?
არა, სხვათა შორის. მიუხედავად იმისა, რომ შემოქმედი ბავშვი ვიყავი, მუდამ ვმონაწილეობდი სასკოლო სპექტაკლებში. შინაც ვმსახიობობდი, მოდელობაზე არ მიფიქრია და არ მიოცნებია. ზოგადად, არ მიყვარს გრძელვადიანი გეგმების დასახვა. ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ სპონტანურად და დაუგეგმავად ხდება.
პოდიუმზე პირველი ნაბიჯები როდის გადადგით?
1994 წლის 4 ნოემბერს პირველად გამოვედი პოდიუმზე. წელს 24 წელი შემისრულდა და ვთქვი, რომ მორჩა, ალბათ, ამის შემდეგ ინტენსიურად აღარ გამოვალ პოდიუმზე-მეთქი, თუმცა, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ ჩვენებებში, სპეციალური მიპატიჟებით, ხანდახან, ისევ მივიღებ მონაწილეობას. გადაღებებზეც არ ვამბობ უარს, რადგან ძალიან მიყვარს. ყველაფერი ისე დაიწყო, რომ ჩემმა მეგობარმა გამაცნო გოგონა, რომელმაც წამიყვანა დიზაინერ მაკა ნაცვლიშვილთან. ეს იყო ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ რთული პერიოდი, გარინდებისა და სიჩუმის ხანა, ტელევიზორში მხოლოდ პირველი და მეორე არხი, და შუქი მხოლოდ საღამოს 8 საათზე. სწორედ ასეთ დროს აღმოვჩნდი პოდიუმზე. გამსინჯეს, მოვეწონე მაკას, და ჩემს დაბადების დღეზე დამირეკეს და მამცნეს, რომ აყვანილი ვიყავი. „მეტეხში“ იყო ჩვენება, რომელიც ერთადერთი ლამაზი შენობა ჩატარდა მაშინდელ თბილისში. 16 წლის ვიყავი.
ინტერვიუ უფრო ვრცლად წაიკითხეთ OK!-ის დეკემბრის ნომერში...