მუსიკალურ პროექტში The Voice Germany ოთხი წარმატებული ტურის შემდეგ ქართველი მომღერალი უკვე ფინალშია.მან ნახევარ ფინალში სიმღერით Somebody to love ფურორი მოახდინა. გოგონა ერთადერთი ქართველია , რომელმაც გერმანიის მუსიკალურ პროექტში მიიღო მონაწილეობა, და უძლიერეს შემსრულებელთა შორის ფინალში გადავიდა. გოგონას გულშემატკივრები მოუთმენლად ელოდებიან გერმანული ვოისის ფინალს, რომელიც 17 დეკემბერს გაიმართება. კონკურსანტების გამარჯვება მხოლოდ სატელეფონო ზარებზეა დამოკიდებული. გერმანული შოუს წარმომადგენლებმა ნახევარფინალში ნათიას დიდი სიურპრიზი გაუკეთეს და ბერლინში მისი დედა ჩაიყვანეს რომელიც გერმანიაში კონკურსის ფინალამდე დარჩება.