რიანა ამ წლის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი ვარსკვლავია თავისი განსხვავებული ჩაცმულობით, მომატებული წონით და არაბ მილიარდელთან რომანით. გუშინ კი მომღერალმა ახალი სურათი გამოაქვეყნა, რომელმაც მსოფლიო კვლავ მასზე აალაპარაკა. მომღერლის მარჯვენა ხელზე ბრილიანტებიანი ბეჭედი შეამჩნიეს. საინტერესოა, რომ რიანას სხვა სამკაულები არ ეკეთა: სწორედ ამიტომ მიიჩნიეს გამომწერებმა, რომ ბეჭედი არა იმიჯის ნაწილი, არამედ მისი შეყვარებულის ჰასან ჯამილიას საჩუქარია.
მომღერალთან დაახლოებულმა პირებმა დაადასტურეს, რომ ბიზნესმენმა ნამდვილად სთხოვა ხელი რიანას, თუმცა არც მომღერალი და არც მისი წარმომადგენლები ამაზე კომენტარს არ აკეთებენ.
შეგახსენებთ, წყვილი პირველად ამ ზაფხულს შეამჩნიეს: ისინი კერძო კურორტზე ისვენებდნენ. ამის შემდეგ რიანნა და ჰასანი ხშირად არ ჩნდებოდნენ ერთად, და ურთიერთობაზე კომენტარს არ აკეთებდნენ, მაგრამ, როგორც სჩანს, მათი რომანი ძალიან სწრაფად ვითარდება.