ახალი წელი ახლოვდება, დროა საყვარელი ადამიანების გარემოცვაში ან თუნდაც მარტო მოვკალათდეთ სავარძლებში და საშობაო განწყობის შესაქმნელად საახალწლო ფილმების ყურებას შევუდგეთ. გემოვნებიანი ფილმი ჩვენი კარგი განწყობის გარანტად შეიძლება იქცეს. წარმოგიდგენთ 12 საუკეთესო ფილმს, რომელიც საშობაო არდადეგებზე აუცილებლად უნდა ნახოთ!
Christmas Prince
მოგვითხრობს ისტორიას ჟურნალისტ გოგონაზე, რომელიც ჩუმად ცდილობს ახალგაზრდა პრინცის სასახლეში შეპარვას და სენსაციური ახალი ამბების მოპოვებას . საბოლოოდ გოგონას და პრინცს ერთმანეთი უყვარდებათ.
Dear Santa
საშობაო სასიყვარულო ისტორიის გმირი ემი ეკერია - გოგონა რომელიც ბევრ ლამაზ საშობაო თავგადასავალს გვპიდება.
Get Santa
მთავარ როლში მრავალი ჯილდოს მფლობელი ჯიმ ბროდბენტია. ფილმი მამა- შვილზეა, რომლებიც სანტას თავიანთ სახლში სრულიად შემთხვევით აღმოაჩენენ.
Gremlins
საუკეთესო საშობაო ისტორია, პატარა მომხიბვლელ ცხოველ გრემლინზე, რომელსაც ნებისმიერი არსებისთვის გულის აჩუყება შეუძლია, მაგრამ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
A Royal Christmas
შეყვარებული წყვილი ემილი და ლეო ახალი წლის შვებულების გატარებას ერთად პირველად ახერხებენ. სადაც აღმოჩნდება, რომ ლეო ერთ-ერთი ევროპული სამეფოს პრინცია.
Just Friends
-ჰოლივუდში ერთ-ერთი ყველაზე სიმპატიური მამაკაცი, რაიან რეინოლდსი მსუქან ბიჭს ასახიერებს , რომელსაც დიდი ხნის მეგობარი გოგონა უყვარდება, სახალისო მოვლენებიც სწორედ ამ წუთიდან ვითარდება.
A Holiday Engagement
ერთ-ერთი საუკეთესო კომედია. გოგონა, რომელიც საშობაო არდადეგებზე კაცს ქირაობს, რომელმაც მისი საქმროს როლი უნდა შეასრულოს
The ref
ამ საახალწლო კომედიის მთავარ როლებში დენის ლეიარი და კევინ სპეისი არიან. მძარცველ გასს პოლიცია ეძებს იგი სრულიად შემთხვევით მოხვდება ოჯახში, რომელიც ერთი შეხედვით მშვიდობიანი ჰგონია, თუმცა ცოტა ხანში რწმუნდება, რომ იქ ყოფნას ციხეში ჯდომა ერჩივნა.
Santa's Apprentice
’ საახალწლო ანიმაცია, სანტა მოხუცდა და პენსიაზე გადის, მან მილიონი ბავშვიდან ერთი უნდა ამოირჩიოს, რომელსაც თავის ადგილს დაუთმობს. ეს ბავშვი კი უნდა იყოს ობოლი და კეთილი.
White Christmas
ფილმი მეგობრებზე მოგვითხრობს, რომლებიც სცენაზე იწყებენ მოღვაწეობას, მათი პოპულარობა კი დღითი დღე იზრდება.
While you were sleeping
ლუსი ყოველ დილით თავის ოცნების მამაკაცს ხედავს, მაგრამ სიმორცხვე ბიჭის გაცნობაში ხელს უშლის, თუმცა ცხოვრება ლუსის შანსს აძლევს მუდამ მის გვერდით იყოს.
Mickey's Twice Upon a Christmas
საბავშო ანიმაცია თუ როგორ ხვდებიან ცნობილი მულტფილმების გმირები შობას. მიკი და პლუტო დღესასწაულისთვის ემზადებიან დონალდ დაკი კი ცდილობს ეს დღე ჩაშალოს.
,