ბანკი SOLO ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრების აუქციონს დღეს საღამოს 7 საათზე გამართავს. წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა დროის უნიკალური მხატვრების და ხელოვანების ნამუშევრები:
ნინო მორბელაძის ნახატის ღირებულება 2700 ლარიდან იწყება.
დამსწრე საზოგადოებას საშუალება ეძლევა შეიძინოს ცნობილი ქართველი ულამაზესი მსახიობის ლიკა ქავჟარაძის ,,კოლაჟი’’ რომელის ფასი 68 ლარიდან იწყება.
ასევე მერაბ აბრამიშვილის ,,Garden of gethseman’’ რომლის ღირებულება 25 დოლარიდან იწყება.
შალვა მატუაშვილის პეიზაჟი, ულამაზესი ფერთა გამა, რომელიც ზეთის საღებავებითაა შესრულებული. მისი ღირებულება 8000 ლარიდან იწყება.
ფრანგი ხელოვანის ფერნანდ ჰენრი ლეგერის ,,Lithography’’ ფასი 10 ლარიდან იწყება.
ნახატებს სორის არის დავით კაკაბაძის, ლადო გუდიაშვილის, სერგო ქობულაძის, მერაბ აბრამიშვილისა და სხვა ბევრი ცნობილი მხატვრის ტილოები . აუქციონზე დამსწრე საზოგადოებას საშუალება მიეცემა წინასწარ გაეცნოს ცნობილი მხატვრების ნამუშევრებსა და სპეციალურ კატალოგებს, სასურველი ნახატის შეძენა აუქციონის მიმდინარეობის დროს იქნება შესაძლებელი. SOLO Club-ი თავისი წევრებისთვის სპეციალურ შეთავაზებას აკეთებს: მხატვრების ნამუშევრების შეძენის შემთხვევაში ისინი შეძლებენ 7%-იანი საკომისიოს ნაცვლად, მხოლოდ 6 პროცენტი გადაიხადონ . ბანკმა სოლომ SOLO & BI Auction-მა გრძელვადიანი ხელშეკრულება გააფორმა და წლის განმავლობაში რამოდენიმე აუქციონს ჩაატარებს.
აუქციონი 7 დეკემბერს ჭავჭავაძის გამზირზე N29-ში 19:00 საათზე გაიმართება.