ქართველმა კონკურსანტმა ნათია თოდუამ გერმანული ,,Voice’’-ის ჟიურის დიდი მოწონება დაიმსახურა და კონკურსის 4 ეტაპის გადალახვაც შეძლო. კვირას 10 დეკემბერს ბერლინის დროით 20:15 საათზე ლაივი დაიწყება, სადაც მხოლოდ გერმანიაში მცხოვრებ ტელემაყურებელს ექნება შესაძლებლობა ხმის მიცემის საშუალებით აირჩიოს 4 ფინალისტი.
ნათია თოდუა OK!-ის საკუთარი წარმატების შესახებ ესაუბრა : „16 თვეა გერმანიაში ვარ . პროექტში მონაწილეობა იყო ძალიან სპონტანური. ამ პროექტის შემდეგ ძალიან მტკიცედ ვარ იმ აზრზე, რომ, რაც არ უნდა მოხდეს უფრო დიდი იმედითა და შემართებით გავაგრძელებ მუსიკალურ კარიერას . გერმანიაში მსმენელის რეაქცია იმდენად პოზიტიური და თბილია რომ თავს მშვიდად ვგრძნობ და ვძლიერდები ემოციურად.“