ანჯელინა ჯოლის 22 წლის ირანელმა გულშემატკივარმა საჰარ თაბარმა საკუთარ კუმირთან დასამსგავსებლად წონაში 40 კილოგრამი დაიკლო და 50-მდე ოპერაცია გაიკეთა. გოგონა სურათებს ინსტაგრამის გვერდზე აქვეყნებს და ოფიციალურ გვერდზე უკვე 498 ათასი გამომწერიც ჰყავს.
ტუჩების გადიდების, ცხვირის და თვალების ფორმის შეცვლის შემდეგ გოგონა მაინც არ არის კმაყოფილი და კიდევ გეგმავს რამდენიმე ოპერაციის გაკეთებას, რათა სრულჰყოს თავისი ოცნება. სოციალურ ქსელებში მალევე გავრცელდა მისი სურათები, საზოგადოების მხრიდან 22 წლის გოგონას ვიზუალს უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. ადამიანთა ნაწილი თვლის, რომ ის ავად არის, თუმცა საჰარს ეს არ აფერხებს და კვლავ აგრძელებს სურათების გავრცელებას, სადაც მისი მკვეთრი მაკიაჟით გოგონა ცნობილი რეჟისორის თიმ ბარტონის ანიმაციის გმირს მოგვაგონებს.
უამრავ ოპერაციამდე და წონაში კლებამდე საჰარ თაბარი ჩვეულებრივი ვიზუალის მქონე გოგონა იყო