ქართული OK!-ის სტუმარი ულამაზესი ქართველი მოდელი ანა შელიაა. ანა დიდი სიამოვნებით გვესაუბრა საკუთარი სამოდელო კარიერის პირველ ნაბიჯებზე, ოჯახზე და პირად ცხოვრებაზე. გთავაზობთ ანასთან ექსკლუზიურ ინტერვიუს.
ანა, დღეს თქვენ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი მოდელი ხართ და უკვე ბევრი ადამიანი გიცნობთ. როგორ დაიწყო ყველაფერი? როდის მიხვდით, რომ მოდელობა გსურდათ? გაიხსენეთ თქვენი პირველი ნაბიჯები მოდის ბიზნესში.
ამ სფეროში ბავშვობიდანვე ვტრიალებდი. ჩემი პირველი ნაბიჯები სწორედ იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც საქართველოში მოდის კვირეული დაარსდა. ყოველ სეზონზე ემატებოდნენ ახალი დიზაინერები და უფრო და უფრო მეტი ჩვენება იმართებოდა. მეც მათთან ერთად გავიზარდე, მივიღე გამოცდილება. სწორედ ამ გამოცდილების შემდეგ, სააგენტო „ჯეომოდელსმა“ გამაგზავნა სათანამშრომლოდ უცხოეთის სააგენტოებში, სადაც, ბევრ სირთულესთან ერთად, მართლაც საოცარი გამოცდილება მივიღე, გავიცანი დიზაინერები, ფოტოგრაფები და მათთან წარმატებით ვითანამშრომლე.
რა სირთულეები ახლავს თქვენს პროფესიას და რა არის ის მთავარი პრინციპები, რომელსაც მოდელმა არ უნდა გადაუხვიოს?
უპირველესად, არასოდეს არ უნდა დაკარგო თვითდაჯერებულობა – მაშინაც კი, თუ ათი ქასთინგის შემდეგ, ათივეზე უარს მიიღებ. ასევე მნიშვნელოვანია რეჟიმი, სწორი კვება, პუნქტუალურობა, კომუნიკაბელურობა.
ჩვენებებიდან, რომლებზეც გამოდიოდით, რომელი იყო თქვენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი და განსაკუთრებული?
ყველაზე დასამახსოვრებელი ალბათ მილანში იყო, Valentin Yudashkin- ის ჩვენება. მაშინ 14 წლის ვიყავი და ეს გახლდათ ჩემი პირველი გამოცდილება საზღვარგარეთ. ძალიან ვღელავდი, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. მეორე „ეტამის“ ჩვენება იყო, რომელიც ყველაზე გრანდიოზული გახლდათ „ეტამის“ ისტორიაში. იქ Victoria’s Secret- ის ისეთ ვარსკვლავებთან ერთად მომიწია გამოსვლა, როგორებიც არიან: Cindy Bruna, Ana Beatriz Barros, Devon Windsor, Maria Borges, Constance Jablonski.
ინტერვიუ უფრო ვრცლად წაიკითხეთ OK!-ის ნოემბრის ნომერში...