ფილმის სხვა ადამიანთან ერთად ყურება ძალიან სახალისოა, არის ფილმები, რომლებსაც განსაკუთრებული ინტერესით ვუყურებთ შეყვარებულთან ერთად, არის ფილმები, რომლებიც მარტო უნდა ვნახოთ, და არის ფილმები რომლებიც დაქალებთან ერთად იდეალურად საყურებელია, ჩვენ კი გთავაზობთ ასეთი ფილმების შვიდეულს, ასე, რომ შეგიძლია დაპატიჟოთ თქვენი მეგობრები, მოიმარაგოთ სასუსნავები და მოემზადოთ მხიარული კინოსეანსისთვის.
1. Crazy Stupid Love - რეჟისორები: გლენ ფიკარა და ჯონ რექუა
თუ თქვენ „ლა-ლა ლენდის“ ყურებას გეგმავ, შეგიძლიათ ეს გეგმები ცოტა ხნით გადადოთ. Crazy Stupid Love-ში რაიან გოსლინგი და ემა სტოუნი შეყვარებულები არიან და სწორედ ეს ფილმია მათი პირველი ერთობლივი ნამუშევარი. ფილმის შინაარსი კი შემდეგნაირია: ოჯახური წყვილს კრიზისი აქვს (თუმცა ეს წყვილი გოსლინგი და სტოუნი არ არიან), მოზარდს საკუთარი ძიძა უყვარს, ძიძას კი თინეიჯერის მამა. ეს ფილმი თავის სახელს სავსებით ამართლებს და გვანახებს, რომ სიყვარულის შესანარჩუნებლად ბრძოლაა საჭირო.
2. „Sex And The City”- რეჟისორი: მაიკლ პატრიკ კინგი
იმ შემთხვევაში თუ მოგენატრებათ „სექსი დიდ ქალაქში“ მაგრამ სერიალის საყურებლად დრო არ გაქვთ, მაშინ ეს ფილმი ზუსტად თქვენთვისაა. ფილმი სერიალის გაგრძელებაა და ისეთივე სახალისო და საინტერესო სიუჟეტით გამოირჩევა, რომელმაც მსოფლიოს უამრავი ქალბატონის ყურადღება მიიპყრო. ფილმში არ არის დამაინტრიგებელი სცენები, თუმცა არის ისტორიები, რომელზეც ძალიან ბევრს იცინებთ და იტირებთ კიდეც. ეს ფილმი საბოლოოდ დაგარწმუნებთ იმაში, რომ ქალების მეგობრობა მითი არ არის.
3. Shopaholic - რეჟისორი: ჯონ ჰოგანი
კომედიური ჟანრის მელოდრამა, რომელიც 25 წლის ამერიკელ გოგონაზე მოგვითხობს. ბეკი ბლუმვუდი ნამდვილი შოპაჰოლიკია - მას არ შეუძლია თავი შეიკავოს სასურველი ნივთის შეძენისგან. ფილმი ბრიტანელი მწერლის სოფი კინსელის ბესტსელერის მიხედვითაა გადაღებული. ავტორის თქმით მთავარი პერსონაჟი ყველა იმ გოგონას აერთიანებს თავის თავში, ვინც ერთხელ მაინც გასულა ყავაზე, თუმცა სახლში ახალად შეძენილი ფეხსაცმლით დაბრუნებულა. ფილმში სიყვარულის ისტორიაც ვითარდება, რაც კიდევ უფრო საინტერესოდ აქცევს სიუჟეტს.
4. Monster-in-Law - რეჟისორი: რუპერტ ლუკეტიჩი
ჯეინ ფონდისა და ჯენიფერ ლოპესის შესანიშნავი დუეტი თამაშობს დრამას, რომელიც შეიძლება ძალიან ბევრი გოგონასთვის აღმოჩნდეს ნაცნობი: გოგონა ხვდება თავისი ოცნების მამაკაცს „საჩუქრად“ კი შეყვარებულის დედას იღებს... რომანტიკულ კომედიას ბანალური სიუჟეტი აქვს და არ გამოირჩევა ღრმა ფისქოლოგიური აზრით, თუმცა 101 წუთის განმავლობაში მოწყენის საშუალებას ნამდვილად არ მოგცემთ. ფილმის გადაღებების დასასრულს ჯენიფერ ლოპესი ბენ აფლეკს დაშორდა, ამ უკანასკნელმა კი რომანი ჯენიფერ გარნერთან გააბა. ლოპესმა დიდი ძალისხმევა ჩადო იმაშეი, რომ მთავარ როლზე გარნერის ყოფილი შეყვარებული მაიკლ ვარტანუ დაემტკიცებინათ.
5. What Happens In Vegas - რეჟისორი: ტომ ბონი
ორი უცნობი ახალგაზრდა ცოდვების ქალაქში შემთხვევით ხვდება ერთმანეთს, ორივე მათგანი ერთდოულად მოიგებს ჯეკპოტს - 3 მილიონ დოლარს, დილას კი აღმოაჩენენ, რომ წინა ღამეს იქორწინეს. თანხის გაყოფის დრო დგება, თუმცა არც ერთ მათგანს არ სურს მოგებულის დათმობა ამიტომ მათ ერთად უწევთ საცხოვრებლად გადასვლა. 99 წუთის განმავლობაში ფილმი მოწყენის საშუალებას ნამდვილად არ მოგცემთ.
6. Walk of Shame - რეჟისორი: სტივენ ბრილი
ფილმი მოგვითხრობს ისტორიას, თუ როგორ შეიძლება მოვახერხოთ ყველაფერი რაც ერთი შეხედვით შეუძლებლად გვეჩვენება. ჟურნალისტი თავის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ინტერვიუ-ქასთინგისთვის ემზადება, თუმცა წვეულების შემდეგ უცნობ საწოლში ამოჰყოფს თავს, ქალაქის მეორე მხარეს, ტელეფონის და მანქანის გარეშე. მას სასურველ სამსახურამდე მისასვლელად ბევრი დაბრკოლების გადალახვა უწევს. ფილმის სიუჟეტი ცოტა აბსურდული, მაგრამ სასაცილო და კეთილია.
7. Bachelorette - რეჟისორი: ლესლი ჰედლანდი
ოთხი ყოფილი თანაკლასელი ერთად იკრიბება ერთ-ერთის წინასაქორწინო წვეულებაზე. მომავალი პატარძლის გათხოვება ყველასთვის უცნაურია, რადგან ის ოთხეულს შორის ყველაზე ულამაზო და სულელია. დანარჩენებისთვის კი ეს ფაქტი არც თუ ისე სასიამოვნოა, რადგან ისინი ჭკვიანები და ლამაზები არიან. შეძლებს თუ არა ყოფილი კლასელის ქორწილის ჩაშლას ეს სამეული? ფილმის სიუჟეტი ძალიან დინამიური და სასაცილოა.