ქართული OK! თბილისის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსს, უმშვენიერეს ია მაქაცარიას და მის დიდ ოჯახს წარმოგიდგენთ. ია, რომელმაც მეოთხე ვაჟი სულ რაღაც 2 თვის წინ მოავლინა ქვეყნიერებას, უკვე ერთი თვეა დაუბრუნდა თავის საქმიანობას და კვლავ აქტიურად არის ჩართული ქალაქის კულტურული ცხოვრების კოორდინირების პროცესში. რა ხიბლავს ია მაქაცარიას თავის სამსახურში, როგორია მისი ოჯახური ცხოვრება და რას გეგმავს უახლოეს მომავალში? – წაიკითხეთ მასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.
ია, რა გხიბლავთ ყველაზე მეტად თქვენს სამსახურში?
ვფიქრობ, ძალიან საინტერესო სამსახური მაქვს, რადგან ქალაქის ყოველდღიურ კულტურულ ცხოვრებასთან მიწევს შეხება. ჩემ თვალწინ იქმნება და ხორციელდება არაერთი საინტერესო პროექტი, სპექტაკლი, იბადება უამრავი ნიჭიერი შემოქმედი, რომელიც შემდეგ ჩვენი კულტურის სახე ხდება ქვეყნის შიგნით თუ გარეთ. ამაში მცირედი წვლილის შეტანაც კი ძალიან სასიამოვნოა.
საკმაოდ დიდხანს ცეკვავდით ქართულ ხალხურ ანსამბლ „რუსთავში“. როგორ გაიხსენებთ იმ წლებს?
ბავშვობიდან ვცეკვავდი. თავიდანვე გამიმართლა პედაგოგებში. ქორეოგრაფ კოწო მანჯგალაძესთან შეხებამ განაპირობა ჩემი შემდგომი საქმიანობა. სწორედ მის მიერ სპეციალურად ჩემთვის დადგმული ცეკვა „ქართულით“ გავიმარჯვე კონკურსში, 1992 წელს კი გავხდი ანსამბლ „რუსთავის“ წევრი. „რუსთავში“ ცეკვა დიდი პასუხისმგებლობა იყო, რადგან გარდა პროფესიული ზრდისა, ფაქტობრივად შენი ქვეყნის კულტურის დესპანი ხდები ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ეს საქმე ძალიან დიდ ფიზიკურ შრომას მოითხოვს, თუმცა ბევრ სასიამოვნო და ბედნიერ წუთს უკავშირდება. ამ წლებს გავიხსენებდი, როგორც ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ საუკეთესო პერიოდს.
თუ შეიძლება გააცანით თქვენი ოჯახი ჩვენს მკითხველს.
მყავს მეუღლე – ზურაბ ჩხაიძე, და 4 ვაჟი. ზურა ბიზნესმენია, კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ დამფუძნებელი. ალექსანდრე 23 წლისაა. წელს დაამთავრა NYU, დაბრუნდა საქართველოში და მამასთან ერთად, კომპანიაში საქმიანობს. გარდა ამისა, სანდრომ თავისი კომპანიაც დააფუძნა – Sando Group, რომელიც ინოვაციურ ტექნოლოგიებზე დაყრდნობით, საინტერესო სერვისებს სთავაზობს მომხმარებელს. მიხარია, რომ გარდა ოჯახური ბიზნესისა, მან თავისი გზა და საქმეც იპოვა. ნიკოლოზმა სკოლა წელს დაამთავრა და ამჟამად მიუნხენში, ევროპის ბიზნესსკოლაში სწავლობს. 11 წლის კონსტანტინე სკოლის მოსწავლეა, ხოლო იოანე სულ 2 თვისაა. ჩემი სამსახურებრივი რეჟიმიდან გამომდინარე, ალბათ ორსულობის პერიოდი რთულად ჩაივლიდა, რომ არა ბატონ დავით გაგუას მიერ გამოჩენილი განსაკუთრებული გულისხმიერება, რისთვისაც მას და მის კლინიკას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო.
ინტერვიუ უფრო ვრცლად წაიკითხეთ OK!-ის ნოემბრის ნომერში...