გუშინ ღამით, Apple Park-ის ტერიტორიაზე Apple-ის ახალი სმარტფონის პრეზენტაცია შედგა. საიუბილეო მეათე კონფერენციის ფარგლებში 3 ახალი მოდელი წარმოადგინეს: iPhone X, iPhone 8 და iPhone 8 Plus. ახალ აიფონს Home-ის ღილაკი არ აქვს: სმარტფონის აქტივაცია შეხებით ხდება, ხოლო აპლიკაციიდან მენიუში გამოსვლა ფანჯრის მაღლა აწევით. ყველაზე დიდი ინოვაცია კი ისაა, რომ iPhone X კოდის მოხსნისთვის მფლობელის სახეს ცნობს, ამისთვის კი ეკრანის სახისკენ მიმართვაა მხოლოდ საჭირო. ეს ფუნქცია სიბნელეშიც მუშაობს.
iPhone 8-ს კორპუსი 3 ფერშია წარმოდგენილი, წყალგაუმტარია და ორივე მხარეს გლუვია. ეკრანის შუშა კი ყველაზე მტკიცეა მათგან, რომლებითაც დღეს ტელეფონებს აკეთებენ. ახალი მოდელის კამერა კიდევ უფრო უკეთესი გახდა: გაუმჯობესებულია პორტრეტის რეჟიმი. როგორც ამბობდნენ, ახალი აიფონი ტრადიციულ ხერხებთან ერთად, უსადენო დატენვის ტექნოლოგიებსაც ითავსებს.
iPhone 8-ს ფასი 699 $-დან დაიწყება, iPhone 8 Plus 799 $-დან. ისინი გაყიდვაში 22 სექტემბრიდან ჩაეშვება.