ავტომობილი თანამედროვე სამყაროში არა ფუფუნების, არამედ ყოველდღიური საჭიროებების აუცილებელ ატრიბუტად იქცა. მათი მწარმოებლები წლიდან წლამდე ცდილობენ დახვეწონ დიზაინი და განავითარონ ყოველი შემდეგი მოდელი იმაზე მეტად, ვიდრე ამის წარმოდგენა შეიძლება. მსოფლიო ბაზარზე დიდი კონკურენციაა, თუმცა წლის პირველ ნახევარში პოპულარობით რამდენიმე მოდელი უკვე გამოიკვეთა.
1. Toyota HiLux 
უხეში ექტერიერის მიღმა მოდური, სწორად შერჩეული ინტერიერი იმალება.


2. Ford Ranger 
ინტერიერი ისეთივე მარტივი და უბრალოა, როგორიც ექსტერიერი. Ford Ranger ძლიერი ძრავით გამოირჩევა.


3. Toyota Corolla 
ეს ავტომობილი მთელ ინდუსტრიაში გაყიდვების რეკორდს ხსნის. სპორტული სკამები რამდენიმე საათიან მგზავრობას განსაკუთრებით კომფორტულს ხდის.


4. Mazda 3 
Mazda 3-ს გასაოცარი აუდიო სისტემა აქვს, რაც ხმის მაღალ ხარისხს განაპირობებს. ამ კომპაქტურ ავტომანქანაში მძღოლის სავარძელსაც დიდი ყურადღება ექცევა.


5. Toyota LandCruiser 
ეს მოდელი ყველა გამოწვევას სათანადოდ უპირისპირდება და გაუვალ გზებსაც შესაშურად ართმევს თავს.


6. Mazda CX-5 
ავტომობილს Apple-ის და ანდროიდის სისტემური ინტეგრაცია აქვს დამატებული, რაც სმარტფონთან კავშირზე აგებს პასუხს. მაღალი სიჩქარის გამოყენებისას ეს მოდელი ძლიერ ხმას არ გამოსცემს.


7. Hyundai i30
სმარტფონთან ინტეგრაციის უმაღლესი ხარისხით ეს მოდელიც გამოირჩევა. მას თავდაცვისთვის 7 ბალიში, პარკირებისთვის იშვიათი სახის სენსორები, დღის დიოდური განათება და უსაფრთხოების ქამრების მაკონტროლებელი ფუნქცია აქვს.


8. Kia Cerato 
ამ შეღავათიან მოდელს ყველაფერი სათანადო დონეზე აქვს წარმოდგენილი. შეეფერებათ ახალბედა ოჯახებსა და წყვილებს. სწორედ პრაქტიკულობის გამო გამოირჩევა გაყიდვებში პოპულარობით.


9. Toyota Prado 
ამ მოდელში ძალისა და სტილის გასაოცარი კომბინაციაა წარმოდგენილი. დიზელზე მომუშავე მოქნილი ძრავი საშუალებას გვაძლევს ყველგან თავდაჯერებით ვიმოგზაუროთ.


10. Hyundai Tucson 
პანორამული შუშის ჭერი, ფართო შიდა სივრცე და პრემიუმ დიზაინის ინტერიერი. Hyundai Tucson უხეშ გზებზე საკმაოდ კომფორტულად გატარებთ.


	
                        