”Mountain Resorts of Georgia” – ასე ეწოდება მობილურ აპლიკაციას, რომელიც საქართველოს 4 სამთო კურორტის-გუდურის, ბაკურიანის, გოდერძისა და მესტიის შესახებ სრულყოფოლ ინფორმაციას იძლევა.

აპლიკაცია ტურისტული გზამკვლევია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მომხმარებელმა ზამთრის აქტივობების, აბონემენტის ფასებისა და კურორტზე არსებული სხვა სერვისების შესახებ შეიტყოს.

ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა ასევე სამაშველო სამსახურის გამოძახება. დამატებითი ფუნქციებია: ინფორმაცია ამინიდის პროგნოზზე, თოვლის სიმაღლეზე, ზვავის საშიშროების დონეზე, საბაგიროების სამუშაო საათებსა და გზების მდგომარეობაზე.
ამ აპლიკაციის მიზანი საქართველოს სამთო- სათხილამურო კურორტების პოპულარიზაციაა, რაც ხელს შეუწყობს ცნობადობის ამაღლებას და ვიზიტორთა რიცხვის ზრდას.
	
                        