20 წლის ვარსკვლავი და კარდაშიანების ოჯახის წარმომადგენელი Snapchat-ის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მომხმარებელია. ცოტა ხნის წინ, კაილი ჯენერმა ტვიტერზე დაწერა, რომ აპლიკაციას აღარ ხმარობს. მეორე დღეს, კომპანიის აქციები 6.1 %-ით დაეცა, ხოლო საბაზრო ღირებულება 1.5 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. 
"აღარც თქვენ აღარ ხსნით Snapchat-ს? თუ მხოლოდ მე ვარ ასეთი? ეჰ, სამწუხაროა" - დაწერა კაილიმ და მოგვიანებით დაამატა: "მაინც მიყვარხარ Snap… ჩემო პირველო სიყვარულო".

Snapchat-ის აპლიკაციის დიზაინის ცვლილებას კრიტიკოსები ნეგატიურად შეხვდნენ, მომხმარებელთა ნაწილმაც ის წარუმატებლად მიიჩნია. 1.2 მილიონმა ადამიანმა ხელი ძველი დიზაინის დაბრუნებას მოაწერა.
კომპანიაში აცხადებენ, რომ მომხმარებელთა აზრს მუდამ ითვალისწინებენ: "ჩვენ ვუსმენთ მათ და ვდილობთ სერვისი ყველასთვის მოხერხებული გავხადოთ."



![]()
კაილი ჯენერმა 2017 წელს 41 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და 30 წლამდე ასაკის ყველაზე მდიდარ ადამიანთა ათეულში დაიკავა ადგილი. ასევე, ახალბედა დედა ინსტაგრამზე მიმდევართა ყველაზე დიდი რაოდენობით რიგით მეშვიდეა მსოფლიოში.
![]()
	
                        