23 წლის ვარსკვლავი კაილი ჯენერი სოციალურ ქსელში საკმაოდ დიდი აქტიურობით გამოირჩევა. ის გამომწერებს ხშირად უზიარებს ფოტოებს, სადაც სხვადასხვა იმიჯს ირგებს და მუდამ შესანიშნავად გამოიყურება. გამონაკლისი მან არც ამჯერად დაუშვა, როდესაც ინსტაგრამზე რამდენიმე ახალი ფოტო გამოაქვეყნა.
ვარსკვლავს მისი უფროსი დის, კიმ კარდაშიანის ბრენდის Skims-ის სპორტული სამოსი, 27,65 ფუნტის ღირებულების თეთრი ტოპი და ყავისფერი შორტი აცვია.