ვერძი
ტიპიური ყვავილოვანი კაბები ვერძისთვის არაა. ამ ნიშნის ქალების უმეტესობა უფრო ლაკონურ ტანისამოსში გრძნობს თავს კარგად, მაქმანების გარეშე. ვერძებს ელეგანტური მარტივი სილუეტები მოუხდებათ, რომელიც ფიგურას გამოკვეთს.
Oscar de la Renta Bridal/Marchesa Bridal


კურო
კუროსთვის საქორწილო კაბის არჩევა ნამდვილი სიამოვნებაა. ვენერის გავლენის ქვეშ მყოფი ნიშნები სილამაზესა და ხელოვნებას აღმერთებენ. კურო მდიდრულ ტექსტურებსა და მასალებს აფასებს და დეკორითა და ნაქარგებით გაფორმებულ კაბას ირჩევს.
Marchesa Bridal/Carolina Herrera Bridal


ტყუპები
იდეალური კაბა ტყუპებისთვის არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს მძიმე და რთული სამოძრაოდ. ის არაჩვეულებრივად ერკვევა ფერებში, პრინტებსა და ფაქტურაში, ასე რომ მშვენივრად აარჩევს არაბანალურ საქორწილო კაბას და ორიგინალურ აქსესუარსაც შემატებს. ისინი არ ეძებენ სრულყოფილ კაბას, მთავარია თავიანთი შემოქმედებითი ხასიათი გადმოსცენ.
Vera Wang Bridal/Jenny Packham Bridal


კირჩხიბი
კირჩხიბებს ბუნებით ისტორიული ნივთები იზიდავთ. ამიტომაც ის ან ოჯახურ ტრადიციას მიყვება, ან ისეთ კაბას არჩევს, რომელსაც ისტორიული ელფერი აქვს: მაქმანი, მაღალისაყელო და აქცენტი წელზე. ამ ყველაფერს ვინტაჟური აქსესუარი ემატება.
Vera Wang Bridal/Temperley London Bridal


ლომი
ლომი მუდამ ყურადღების ცენტრში მოაქცევას ცდილობს, ამიტომაც, ქორწილის დღეს მისი საქორწილო კაბის არჩევანი ორმაგად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გახდება. ლომებს ლამაზ არშიებიანი კაბა უხდება, განსაკუთრებით ოქროსფერ ფერში. კაშკაშა მაკიაჟი და გამომწვევი დეტალები მის სახეს ყველა სტუმრისთვის დასამახსოვრებელს გახდის.
Jenny Packham Bridal/Vera Wang Bridal


ქალწული
მიწის ნიშნის წარმომადგენელი ქალწულები საქორწილო კაბას ინვესტიციის მიზნით უყურებენ და მას სერიოზულად უდგებიან. მათ პრიორიტეტებში ოსტატური ჭრები და დეტალების დახვეწილი დამუშავებაა. ქალწულები უპირატესობას ანიჭებენ კაბებს, რომლებიც მათ ბუნებრივ ქალურობას და ელეგანტურობას გამოკვეთს, მარტივი თუმცა დასამახსოვრებელი. იდეალური კაბა მათთვის კრისტალებითა და მოცულობითი აპლიკაციებით გაფორმებულია ან სწორი სილუეტი ორიგინალური დეტალებით, მაგალითად შლეიფით.
Monique Lhuillier Bridal/Temperley London Bridal


სასწორი
სასწორებიც კუროების მსგავსად ხელოვნებასა და სილამაზეს სენსიტიურად აღიქვამენ. ერთ-ერთი ყველაზე ქალური ზოდიაქოს ნიშანი კარგად ერკვევა მოდაში და მდიდრულ სამოსს სათანადოდ აფასებს. სასწორებს არ შეეშინდებათ მოშიშვლებული კაბით საკურთხეველთან მისვლა, რადგანაც მოსწონთ თავისი სექსუალურობის გამოკვეთა.
Reem Acra Bridal/Naeem Khan Bridal


მორიელი
ეპატაჟისადმი მიდრეკილი მორიელები თავის პრინციპებს არც ქორწილის გამო ღალატობენ. ისინი კატეგორიულად უარყოფენ საქორწილო კაბების კლასიკურ ვარიანტებს. მთავარი კრიტერიუმი მათთვის ორიგინალურობაა. საუკეთესო არჩევანი ეთნიკური დეტალებით ან პროვოკაციული ვარიანტებით გაწყობილი კაბაა, რომელსაც მორიელი აქტუალურ აქსესუარს შეუხამებს. ასეთ ექსპერიმენტებში ჰარმონიულად მხოლოდ მორიელები გამოიყურებიან.
Vera Wang Bridal/Naeem Khan Bridal

მშვილდოსანი
მშვილდოსნები ქორწილის ორგანიზებას მასშტაბურად უდეგბიან. კაბა აუცილებლად შთამბეჭდავი უნდა იყოს ბევრი მაქმანით დაგრძელი ფატით.
Carolina Herrera Bridal/Oscar de la Renta Bridal

თხის რქა
კიდევ ერთი მიწის ნიშანი ყოველთვის პრაქტიკულობის დემონსტრაციას ახდენს. პატარძალ თხის რქებს მაქმანით და შიფონით გაფორმებული კაბები არ იზიდავთ. აქცენტს ლაკონურ და მოხერხებულ ჭრაზე აკეთებენ, ელეგანტურ სილუეტზე. მათ მინიმალიზმის სტილი ან იდეალურად მორგებული საქორწილო კოსტიუმები უხდებათ.
Oscar de la Renta Bridal/Lela Rose Bridal


მერწყული
ერთ-ერთ ყველაზე წინააღმდეგობრივ და რომანტიკულ ნიშანს ექსპერიმენტების არ ეშინია, არც ქორწილში. არ გაგიკვირდეთ თუ მერწყულს გვირგვინითა და ეკლექტიკური სამოსით იხილავთ, მოცულობითი რუშებით, ასიმეტრიული დეტალებითა და მასშტაბური აქსესუარებით.
Monique Lhuillier Bridal/Francesca Miranda Bridal


თევზები
ბოჰემური, რომანტიკული, ქალური-სწორედ ასეთი იქნება თევზების კაბა. მიზეზი მისი დომინირებული შემოქმედებითი ხასიათია, რომელიც ასე თუ ისე თავისი ცხოვრების ყველა სფეროში ვრცელდება.
Marchesa Bridal/Delphine Manivet Bridal

